აშშ თავის მოქალაქეებს თურქეთში ტერაქტების საფრთხის შესახებ აფრთხილებს

© photo: Sputnik / Ömer Faruk Baranტერაქტი თურქეთში
ტერაქტი თურქეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სახელმწიფო დეპარტამენტი თანამემამულეებს რეკომენდაციას აძლევს, უსაფრთხოების მიზნით „დეტალურად შეისწავლონ თურქეთში წასვლის აუცილებლობა“ და გამოიჩინონ სიფრთხილე.

თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ორშაბათს თანამემამულეები გააფრთხილა, რომ თურქეთში ტერაქტების საფრთხე კვლავ მაღალია.

იან კელი - Sputnik საქართველო
კელი: საქართველო და აშშ ერთად ებრძვიან ტერორიზმს

„სახელმწიფო დეპარტამენტი თურქეთში ტერორისტული დაჯგუფებების მხრიდან მაღალი საფრთხის შესახებ აშშ-ის მოქალაქეების გაფრთხილებას განაგრძობს. ამერიკელი მოქალაქეები უნდა მოერიდონ თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში გამგზავრებას და დეტალურად შეისწავლონ რისკები, რომლებიც ზოგადად ქვეყანაში გამგზავრებას უკავშირდება“, — აღნიშნულია გამოქვეყნებულ განცხადებაში.

იქვე აღნიშნულია, რომ ეს გაფრთხილება 23 სექტემბერს გამოქვეყნებული უკვე მოქმედი ანალოგიური დოკუმენტის ნაცვლად გამოიცა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „თურქეთში შესაძლებელია ახალი შეტევები დიდი ღონისძიებების დროს, ტურისტულ რაიონებში, რესტორნებში, სავაჭრო ცენტრებში, რელიგიურ ცენტრებში, სატრანსპორტო კვანძებში, ავტობუსებში, ხიდებზე, აეროპორტებში, მეტროსა და პორტებში“.

„ექსტრემისტები ასევე იმუქრებოდნენ აშშ-ისა და დასავლეთის ქვეყნების მოქალაქეების გატაცებითა და მკვლელობით“, — აღნიშნულია გაფრთხილებაში.

ყველა ახალი ამბავი
0