საქართველოსა და სომხეთს შორის „მეგობრობის ხიდის“ მშენებლობა 2017 წელს დაიწყება

© FB / Георгий Квирикашвилиგიორგი კვირიკაშვილი და სერჟ სარქისიანი
გიორგი კვირიკაშვილი და სერჟ სარქისიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხიდის ერთი ნახევარი საქართველოს, მეორე კი სომხეთის ტერიტორიაზე იქნება.

თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. „სადახლო-ბაგრატაშენის“ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე, მდინარე დებედაზე „მეგობრობის ხიდის“ მშენებლობა 2017 წელს დაიწყება, იუწყება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.

გიორგი კვირიკაშვილი და სერჟ სარქისიანი - Sputnik საქართველო
საქართველოსა და სომხეთის ლიდერებმა შეხვედრა საზღვარზე გამართეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და სომხეთის პრეზიდენტმა სერ სარგსიანმა დაათვალიერეს ტერიტორია, რომელზეც ახალი ხიდი უნდა აშენდეს. მშენებლობის დამთავრება ორ წელიწადზე ნაკლებ დროში იგეგმება. პროექტს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) დააფინანსებს.

"მეგობრობის ხიდის" მშენებლობის შესახებ შეთანხმებას ორი ქვეყნის მთავრობებმა 2014 წლის 24 დეკემბერს მოაწერეს ხელი.

რეგიონში უნიკალური პროექტი „მეგობრობის ხიდი“, რომლის ღირებულება 10 მლნ ევროს აღწევს, ექსპლუატაციაში 2018 წელს შევა. ხიდის ერთი ნახევარი საქართველოს, ხოლო მეორე — სომხეთის ტერიტორიაზე იქნება.

ყველა ახალი ამბავი
0