საქართველოს პრემიერმა პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატი დაასახელა

© Sputnik / Alexander Imedashviliირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თავად ირაკლი კობახიძემ, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე დაასახელეს, აღნიშნა, რომ კონსულტაციები მალე დასრულდება.

თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაადასტურა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარედ მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება.

საპარლამენტო არჩევნების დასრულების შემდეგ საქართველოში აქტიურად განიხილავენ, თუ ვინ დაიკავებს ხელმძღვანელ თანამდებობებს საკანონმდებლო ორგანოსა და მთავრობაში. წინასწარი ინფორმაციით, „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის 150-დან 115 ადგილი მიიღო, რაც მას ქვეყნის კონსტიტუციის შეცვლის საშუალებას აძლევს. მეცხრე მოწვევის პარლამენტი 19 ნოემბრამდე შეიკრიბება.

„სავარაუდოდ, (გადაწყვეტილება) კვირის ბოლომდე იქნება მიღებული და მერე მოგახსენებთ“, — განუცხადა კვირიკაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი2“-ს.

საქართველოს მთავრობა - Sputnik საქართველო
ვინ შევა საქართველოს ახალ მთავრობაში – მასმედიის ვერსიები

კობახიძეს ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ დაუდასტურებია.

„ბევრი ინფორმაცია ვრცელდება. აქედან ნაწილი სიმართლეა, ნაწილი — არა. იგივეა ჩემ საკითხთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ კონსულტაციები გრძელდება და მალე დასრულდება, ამის შემდეგ გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი“, — განუცხადა კობახიძემ ტელეკომპანია „იმედს“.

აქტიურად განიხილება ასევე საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეობის კანდიდატები. ამ საკითხზე კომენტარი დეპუტატმა გია ვოლსკიმ გააკეთა, რომელიც, როგორც საინფორმაციო საშუალებები ირწმუნებიან, ახალ პარლამენტში, შესაძლოა, ერთ-ერთი ვიცე-სპიკერი გახდეს.

„ბევრი ადამიანი განიხილება, ვისი გვარიც გაჟღერდა და სხვებიც, მაგრამ კონკრეტული გადაწყვეტილებები ჯერჯერობით მიღებული არ არის… რაც შეეხება ირაკლის (კობახიძეს), შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ თუ ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება, პირადად მე სიამოვნებით დავუჭერ მხარს“, — განაცხადა ვოლსკიმ.

ყველა ახალი ამბავი
0