პრეზიდენტმა საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის სტუდენტებისთვის სტიპენდია დააწესა

© FB / Георгий Маргвелашвилиმარგველაშვილი სტუდენტებთან ერთად
მარგველაშვილი სტუდენტებთან ერთად - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული დიპლომატიის დღესთან დაკავშირებით სახელმწიფოს მეთაურმა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სტიპენდია დააწესა.

თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმატებულ სტუდენტებს, რომლებიც საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე სწავლობენ, შესაძლებლობა ეძლევათ ქართული დიპლომატიის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ დაწესებული სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სტიპენდია მიიღონ.

ქართველი დიპლომატები პროფესიულ დღეს 2004 წლიდან აღნიშნავენ. თარიღი — 4 ნოემბერი დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღესთანაა დაკავშირებული, რომელიც XVI-XVII საუკუნეებში მოღვაწეობდა. 

ალექსანდრე  ჯეჯელავა - Sputnik საქართველო
განათლების მინისტრმა ოლიმპიადებში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა

„ახალ ქართულ სახელმწიფოსა და ახალ ქართულ დიპლომატიას 25 წელი შეუსრულდა, ისევე, როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტს. აქედან გამომდინარე, მე გადავწყვიტე ამ ფაკულტეტზე ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ქართველი დიპლომატის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სტიპენდია დავაწესო და მოხარული ვარ, რომ ეს ნაბიჯი კიდევ უფრო გააძლიერებს თქვენს მოღვაწეობას“, — განაცხადა მარგველაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრისას.

თქვენ ის მომავალ თაობა იქნებით, რომელიც საკუთარ თავზე აიღებს მძიმე მისიას და ჩვენი ქვეყნის ინტერესების კვალიფიციურად დაცვის ერთგვარი გარანტი იქნება, დასძინა მან.

თანამედროვე ქართული დიპლომატიის ისტორია 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ იწყება. საქართველომ პირველი დიპლომატიური ურთიერთობა გერმანიასთან დაამყარა.

ყველა ახალი ამბავი
0