განათლების მინისტრმა ოლიმპიადებში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა

© FB / Александр Джеджелава ალექსანდრე ჯეჯელავა
ალექსანდრე  ჯეჯელავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ქართველმა მოსწავლეებმა საერთაშორისო ოლიმპიადებზე სამი ოქროს მედალი მოიპოვეს.

თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ დააჯილდოვა სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც სხვადასხვა საერთაშორისო ოლიმპიადასა და ინფორმატიკაში ეროვნულ ტურნირზე გაიმარჯვეს.

წელს საერთაშორისო ოლიმპიადებზე მათემატიკაში (IMO), ფიზიკაში (IPHO), ინფორმატიკაში (IOI), ბიოლოგიასა (IBO) და ქიმიაში (ICHO) საქართველოდან 23 მოსწავლე მონაწილეობდა. აქედან ერთმა ვერცხლის, ოთხმა ბრინჯაოს მედალი მიიღო და ექვსმა — საპატიო სიგელი.

სკოლა ახალი სასწავლო წელი - Sputnik საქართველო
სკოლის მოსწავლეებს ცხოვრებას შეუმსუბუქებენ

მინისტრმა 5 მოსწავლე საერთაშორისო საგნობრივ ოლიმპიადებში, ხოლო 13 ინფორმატიკის ეროვნულ ტურნირში გამარჯვებისთვის დააჯილდოვა. „წარმატებული მოსწავლეების წახალისების პროგრამის“ ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მსოფლიოს ყველაზე მასშტაბურ და პრესტიჟულ ოლიმპიადებში ყოველწლიურად საქართველოს ნაკრები გუნდების მონაწილეობას აფინანსებს, აღნიშნეს უწყების პრეს-სამსახურში.

ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ქართველმა მოსწავლეებმა საერთაშორისო ოლიმპიადებზე მიიღეს სამი ოქროს, 17 ვერცხლის, 59 ბრინჯაოს მედალი და 37 საპატიო სიგელი.

ეროვნული ტურნირი ინფორმატიკაში წელს ორ ეტაპად და სამ ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა. მასში მონაწილეობდნენ VII-XII კლასის მოსწავლეები საჯარო და კერძო სკოლებიდან. ტურნირში 12-მა მოსწავლემ გაიმარჯვა. ისინი დაჯილდოვდნენ კომპიუტერული ტექნიკით, აქსესუარებითა და დიპლომებით.

ყველა ახალი ამბავი
0