პოლიციამ მუშების ცემის ფაქტზე ჩინეთის მოქალაქეები დააკავა

© Sputnik / Alexander Imedashviliპოლიციის მანქანა
პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებულ ჩინელებს ქართველი მუშების ცემისთვის სამ წლამდე პატიმრობა ელოდებათ. მუშები დასავლეთ საქართველოში რკინიგზის გვირაბის მშენებლობაზე არიან დასაქმებული.

თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. იმერეთის რეგიონის პოლიციამ საქართველოს ოთხი მოქალაქისთვის ბლაგვი საგნით სხეულის დაზიანებების მიყენების გამო ჩინეთის სამი მოქალაქე დააკავა, აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

გამოძიება გრძელდება სსკ-ის მუხლით „ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება“, რაც ითვალისწინებს 18 თვემდე გამოსასწორებელ სამუშაოებს ან სამ წლამდე ვადით თავისუფლების შეზღუდვას, ან ერთიდან სამ წლამდე პატიმრობას.

სასწრაფო დახმარების მანქანა - Sputnik საქართველო
რატომ სცემეს სოფელ ზვარეში რკინიგზის მუშები ჩინური კომპანიის თანამშრომლებმა

შსს არ აზუსტებს, სად მოხდა ინციდენტი. მანამდე „რკინიგზელთა ახალ პროფკავშირებში“ ჟურნალისტებს აცნობეს, რომ ჩინური კომპანიის „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ თანამშრომლები ხაშური-ზესტაფონის სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულ მუშებს არმატურითა და ნაჯახებით სოფელ ზვარეში გაუსწორდნენ.  

პროფკავშირში აღნიშნეს, რომ ხუთი მუშა და სოფლის ორი მცხოვრები საავადმყოფოში სერიოზული დაზიანებებით მოხვდა. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც მუშებმა ზვარეს მცხოვრები დაიცვეს.

პროფკავშირებმა მოითხოვეს, რომ შსს-მ ჩინურ კომპანიაში დასაქმებული ქართველი მუშების უსაფრთხოება უზრუნველყოს და დაუყოვნებლივ დააკავოს კომპანიის ადგილობრივი მენეჯმენტი. „რკინიგზელთა ახალ პროფკავშირებს“ საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირებიც შეუერთდა.

მუშებმა არაერთხელ იჩივლეს შრომის ცუდი პირობებისა და დაბალი ხელფასების გამო. მიმდინარე წლის აგვისტოსა და სექტემბერში მათ საპროტესტო აქციები და გაფიცვები მოაწყვეს, თუმცა კომპანია „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ ხელმძღვანელობა მათთან შეთანხმებას ახერხებდა.

კომპანია ხაშური-ზესტაფონის რკინიგზის მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოებს 2015 წლიდან აწარმოებს.

ყველა ახალი ამბავი
0