ქვილითაიას ბოლო წუთზე გატანილმა გოლმა „რაპიდი“ მარცხისგან იხსნა

© photo: FC "Rapid" / FBგიორგი ქვილითაია
გიორგი ქვილითაია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვენის „რაპიდსა“ და იტალიურ „სასუოლოს“ შორის მატჩი ანგარიშით 2:2 დასრულდა. ქართველმა თავდამსხმელმა გოლი ბოლო წუთზე გაიტანა.

თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრებისა და ვენის „რაპიდის“ თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ იტალიური „სასუოლოს“ კარში ბურთი ბოლო წუთს შეაგდო და კლუბი მარცხისგან იხსნა. მატჩი უეფას ევროპის ლიგის ფარგლებში გაიმართა.

გიორგი ქვილითაია - Sputnik საქართველო
ქვილითაია ვენის „რაპიდის“ ფეხბურთელი გახდა

ქართველი თავდამსხმელი მოედანზე 61-ე წუთზე გამოვიდა. ამ დროს მისი გუნდი აგებდა 0:2. პირველი გოლი 86-ე წუთზე მატეი ელიჩმა გაიტანა, ხოლო ქვილითაიამ მატჩის ბოლოს ანგარიშის გათანაბრება შეძლო.

ვენის „რაპიდი“ ოთხი ტურის შემდეგ F ჯგუფში ხუთი ქულით მესამე ადგილზეა. შემდეგ ტურში კლუბი ბელგიელების წინააღმდეგ ასევე გასვლით მატჩს ჩაატარებს.

24 წლის ქვილითაია „რაპიდში“ ამ ზაფხულს თბილისის „დინამოდან“ გადავიდა. მიმდინარე სეზონში ავსტრიული გუნდის ფორვარდმა 10 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ორი გოლი და გააკეთა ორი შედეგიანი გადაცემა.

ყველა ახალი ამბავი
0