ქვილითაია ვენის „რაპიდის“ ფეხბურთელი გახდა

© photo: courtesy of Radio Jakoგიორგი ქვილითაია
გიორგი ქვილითაია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი, რომლითაც დაინტერესებული იყვნენ კლუბები გერმანიიდან და კიევის „დინამო“, საბოლოოდ ავსტრიაში აღმოჩნდა.

თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. თბილისის „დინამოს“ თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია ვენის „რაპიდის“ ფეხბურთელი გახდა, იუწყება ქართული გუნდის ოფიციალური ვებ-გვერდი.

ხელშეკრულება 22 წლის ქართველ ფორვარდსა და ავსტრიულ კლუბს შორის ოთხ წელზეა გათვლილი. გარიგების თანხა არ სახელდება.

დინამო თბილისი - ზაგრების დინამო - Sputnik საქართველო
თბილისის "დინამო" უეფას ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა

ქვილითაიამ წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება და „რაპიდის“ სპორტულმა დირექტორმა ანდრეას მიულერმა ის ჟურნალისტებს წარუდგინა.

„მოხარული ვართ, რომ „დინამოსთან“ შეთანხმებას მივაღწიეთ. დიდი ხანია ქვილითაიას თვალს ვადევნებთ. ის შესანიშნავი თავდამსხმელია და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მაღალ ბურთებზე კარგად თამაში შეუძლია“, — აღნიშნა მიულერმა.

„მიხარია, რომ „რაპიდში“ გადმოვედი. ეს ევროპაში ცნობილი გუნდია. გასულ სეზონში „დინამოს“ შემადგენლობაში ჩემპიონატი და ქვეყნის თასი მოვიგე. ახლა ჩემი მიზანი ავსტრიის ტიტულების მოგებაა“, — განაცხადა ქვილითაიამ.

საქართველოს ჩემპიონატის 2015/2016 წლების სეზონზე ქვილითაიამ 29 მატჩში 24 გოლი გაიტანა და პირველობის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

ყველა ახალი ამბავი
0