თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. ბათუმი მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქალაქია, სადაც წარმატებით ხორციელდება პროექტი „ჭკვიანი ქალაქი: Heat Wave Pilot Project“.
პროექტი ბათუმში კლიმატური ვითარების უწყვეტ მეტეოროლოგიურ მონიტორინგს ითვალისწინებს. ეს შესაძლებლობას იძლევა, წინასწარ გახდეს ცნობილი კატაკლიზმების აღმოცენების რისკი და ხელი შეეწყოს ქალაქის დაგეგმვასა და მშენებლობას, ასევე ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნასა და აგროსექტორის განვითარებას.
პროექტის ფარგლებში ქალაქსა და მის შემოგარენში დაიდგა 7 სინოპტიკური ავტომატური მართვის ცენტრი, რომელიც მიმართულია ქალაქის სტაბილური განვითარების პირობების შესაქმნელად, აღნიშნულია ბათუმის მერიის პრეს-სამსახურის განცხადებაში.
პროექტს ბათუმის ქალაქის ხელისუფლება არაკომერციულ ორგანიზაცია Your Forest-თან ერთად ახორციელებს. შეთანხმების თანახმად, შემუშავდება რაიონული სამსახურებისა და ადმინისტრაციების გაფრთხილების სპეციალური სისტემა, რომელიც მოახლოებული მეტეოროლოგიური საშიშროების შესახებ ინფორმაციას გადასცემს.
ეფექტური მუშაობისთვის სპეციალისტები ტრენინგებსა და სემინარებს გაივლიან. ბათუმის კლიმატური ვითარების გაცნობა ყველა მსურველს შეუძლია ვებ-გვერდზე.