თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. ქვეყანაში ინკლუზიური ტურიზმის განვითარებისადმი მიძღვნილი მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია ბათუმში გაიმართა, იუწყება სააგენტო „ნოვოსტი გრუზია“ საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
ინკლუზიური ტურიზმი — ტურისტული ღონისძიებების სახეობაა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების აქტიურ დასვენებას გულისხმობს.
კონფერენციის მიზანი, რომლის თემაც იყო "ინკლუზიური ტურიზმი ეკონომიკური განვითარებისა და სოციალური პასუხისმგებლობისთვის", წარმოადგენს ქვეყნის ტურისტულ ადგილებში უნივერსალური დიზაინის ადაპტირებული გარემოს დანერგვის საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებას.
„ტურისტებისათვის მიმზიდველ ადგილებში მნიშვნელოვანია ადაპტირებული გარემოს შექმნა, ინკლუზიური ტურიზმის მოთხოვნილების გათვალისწინებით კი მცხეთა ჩვენ მთლიანად ადაპტირებული გავხადეთ, გაზაფხულიდან კი ამ მიმართულებით წყალტუბოს ადაპტაციის პროექტი დაიწყება“, — განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი ჩოგოვაძემ.
მისი თქმით, უწყება ქვეყნის მასშტაბით ინკლუზიური ტურისტული ტურების შექმნაზე მუშაობს, ხოლო სიღნაღის, ყვარლისა და თელავის რაიონულ ადმინისტრაციებთან ერთად მომზადდა სპეციალური ტურისტული პაკეტი შშმ პირებისთვის.
ქვეყანა, რომელიც ტურისტული სეგმენტის განვითარებაზე პრეტენზიას აცხადებს, უნდა გაითვალისწინოს მსოფლიოში დანერგილი ყველა სტანდარტი, მათ შორის გააფართოვოს ინკლუზიურ ტურიზმზე მორგებული ტურისტული ობიექტების რიცხვი.