მოლაშვილის ოჯახს სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს წართმეულ აგარაკს დაუბრუნებენ

© Prosecutor's Office of Georgiaსაქართველოს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროკურატურა მივიდა დასკვნამდე, რომ წინა ხელისუფლების დროს საქართველოს კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, დაკავებული მოლაშვილის ოჯახი აიძულეს, ეყიდა აგარაკი და სახელმწიფოსთვის ეჩუქებინა. ამისთვის გამომძიებლებმა მოლაშვილის გათავისუფლების პირობა დადეს, მაგრამ პირობა არ შეუსრულებიათ.

თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საქართველოს კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, აწ განსვენებული სულხან მოლაშვილის ოჯახისთვის წავკისში აგარაკის დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. მას აგარაკი 2004 წელს ჩამოართვეს, აღნიშნულია უწყების ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

სულხან მოლაშვილი 2004 წლის აპრილში დააკავეს, ბრალად სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება წარუდგინეს და წინასწარ პატიმრობა შეუფარდეს. იმავე წლის ივლისში პროკურატურიდან დაკავებულის ძმას თორნიკეს დაუკავშირდნენ და განუცხადეს, რომ სულხანის გათავისუფლებისთვის საჭირო იყო წავკისში აგარაკის ყიდვა და მისი უსასყიდლოდ სახელმწიფოსთვის გადაცემა.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
პრემიერი კვირიკაშვილი სულხან მოლაშვილის ოჯახს უსამძიმრებს

თორნიკე მოლაშვილმა და სულხან მოლაშვილის მეუღლე თამთამ ბანკში 140 ათასი ლარის ოდენობით კრედიტი აიღეს, იყიდეს აღნიშნული აგარაკი და სახელმწიფოზე გააფორმეს. გამომძიებლებმა პირობა არ შეასრულეს და სულხან მოლაშვილი პატიმრობაში დატოვეს.

ერთი წლის შემდეგ მოლაშვილს 9 წლით პატიმრობა შეუფარდეს. მას ბრალი არ უღიარებია. საპატიმროში მოლაშვილმა სამი წელი გაატარა. 2008 წელს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის თხოვნით სულხან მოლაშვილი შეიწყალა.

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ 2014 წელს მოლაშვილის წამების ფაქტი აღიარა.

მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
„განხეთქილების მოსამართლე“

კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე 2016 წლის 29 ივნისს პარიზის ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სულხან მოლაშვილის ოჯახის გარდა, სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს უკანონოდ ჩამორთმეულ ქონებას კიდევ რამდენიმე მოქალაქეს დაუბრუნებენ, აღნიშნეს პროკურატურაში.
კერძოდ, საუბარია ვინმე გია ოქრუაშვილის კუთვნილ 480 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთზე, რომელიც 2006 წელს მან თავისი მეგობრის ვახტანგ მესხის ციხიდან გასათავისუფლებლად სახელმწიფოს გადაუფორმა.

ბიზნესმენ გიორგი ღონღაძეს Hyundai-ს მარკის ექვს ავტომობილს დაუბრუნებენ. ის 2011 წელს ყალბი დოკუმენტების დამზადების ბრალდებით დააკავეს. პროკურატურის გამომძიებლებმა ღონღაძეს სახელმწიფოსთვის უანგაროდ გადასაცემად ავტომობილების ყიდვა აიძულეს, სანაცვლოდ მასთან საპროცესო გარიგება დადეს პირობით სასჯელზე.

პროკურატურის გამომძიებლების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა, რადგან ისინი გამოძიებასთან თანამშრომლობენ.

სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდის სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებასა და გადახედვას საქართველოს პროკურატურის სპეციალური დეპარტამენტი აწარმოებს, რომელიც 2015 წლის თებერვლიდან ფუნქციონირებს.

ამ პერიოდის განმავლობაში დაადგინეს ქონების უკანონოდ ამოღების 47 ფაქტი, დაზარალებულად სცნეს 84 მოქალაქე, რომლებსაც დაუბრუნეს და დაუბრუნებენ 18 მლნ ლარის მოძრავ და უძრავ ქონებას, მათ შორისაა 71 ავტომობილი, ბინები, საოფისე და კომერციული ფართები, ღვინის ქარხანა, საცურაო კომპლექსი, მიწის ნაკვეთები და სხვა.

ყველა ახალი ამბავი
0