პრემიერი კვირიკაშვილი სულხან მოლაშვილის ოჯახს უსამძიმრებს

© FB/Георгий Квирикашвилиგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის სულხან მოლაშვილის გარდაცვალების გამო სამძიმარი გამოუცხადა ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს. სულხან მოლაშვილი პარიზის ერთ-ერთ საავადმყოფოში 29 ივნისს გარდაიცვალა.

„სულხან მოლაშვილის გარდაცვალებამ საზოგადოების დიდი გულისტკივილი გამოიწვია.მისი ცხოვრება და გარდაცვალება ტრაგიკული მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება შეიწიროს ძალადობრივმა სისტემამ ადამიანი. ნათელში ამყოფოს უფალმა მისი სული", — ნათქვამია მთავრობის თავმჯდომარის სამძიმრის წერილში.

სულხან მოლაშვილი სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და ტანხის მითვისების ბრალდებით 2004 წელს  დააკავეს.  მისი დაკავებიდან მოკლე ხანში საზოგადოება შოკში ჩააგდო წინასწარი დაკავების საკანში გადაღებულმა ფოტოებმა, რომლებზეც ნაწამები მოლაშვილი იყო აღბეჭდილი.

მოგვიანებით მის საქმეზე სასამართლო მოსმენები დაიწყო. მოლაშვილის აზრით, მაშინდელი გენერალური პროკურორის, ირაკლი ოქრუაშვილის საბრალდებო დასკვნა ტყუილზე იყო აგებული, მაგრამ მოსამართლე მურუსიძემ 2005 წელს მოლაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

კონტროლის პალატის ექს-თავმჯდომარემ საპყრობილეში სამი წელი გაატარა. 2008 წელს საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის თხოვნის საფუძველზე, მოლაშვილი შეიწყალა.

ყველა ახალი ამბავი
0