თბილისი, 1 ნოემბერი— Sputnik. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, საქართველოს იანვარ-ოქტომბრის პერიოდში 5,4 მილიონზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, აქედან 2,3 მილიონი ადამიანი ტურისტი იყო.
2015 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდის მონაცემებთან შედარებით საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობის ზრდამ 8,1% შეადგინა, ტურისტების– 19,7%.
წლის დასაწყისიდან ყველაზე მეტი ვიზიტორი ჩამოვიდა აზერბაიჯანიდან (+11%), სომხეთიდან (+0,03%), თურქეთიდან (9,1%), რუსეთიდან (+13,2%) და უკრაინიდან (+22,8%).
მხოლოდ ოქტომბერში საქართველოს 527 ათასზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა, რაც გასული წლის მონაცემებს 4,5%-ით აღემატება. მათგან 215 ათასი ადამიანი ტურისტი იყო (+20.9%).
ყველაზე მეტი ვიზიტი ხორციელდება სომხეთიდან (-2,1%), აზერბაიჯანიდან (+10,1%), თურქეთიდან (-16,6%), რუსეტიდან (+13,0%) და უკრაინიდან (+15,8%).
რაც შეეხება ევროკავშირის ქვეყნებს, ოქტომბერში ყველაზე დიდი პოპულარობით საქართველო ბულგარეთის (+54%), პოლონეთის (+36%), ლიტვის (+36%), ლატვიის (+33%) და გერმანიის (+32%) მოქალაქეებში სარგებლობდა.
ვიზიტორთა განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა ირანიდან (+344%), ეგვიპტედან (+185%), ინდოეთიდან (+130%)და ისრაელიდან (+82%).
2016 წლის ორი კვარტლის მონაცემების თანახმად საქართველოში უცხოური ტურიზმისგან მიღებულმა შემოსავალმა 867,9 მილიონი დოლარი (+13,2%) შეადგინა.
2016 წლის ორი კვარტლის პერიოდში მშპ-ს ტურიზმის წილმა 6,9% შეადგინა (ზრდა +5,6%).