საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მეკარის წარუმატებელი ერთი თვე

© photo: Sputnik / Антон Денисов / გადასვლა მედიაბანკშიგიორგი ლორია
გიორგი ლორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
„კრილია სოვეტოვმა“, სადაც ლორია გამოდის, რუსეთის პრემიერ-ლიგის სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზე გადაინაცვლა.

თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ნაკრების მთავარი მეკარე გიორგი ლორია რუსეთის ჩემპიონატის ბოლო ოთხი მატჩია, კარის „მშრალად შენახვას“ ვერ ახერხებს.

რუსეთის პრემიერ-ლიგის ბოლო, მე-12 ტურში „კრილია“ „ორენბურგის“ წინააღმდეგ გასვლით მატჩში დამარცხდა ანგარიშით 0:1. მატჩის განმავლობაში ქართველმა მეკარემ თავისი კლუბის კარი არაერთხელ იხსნა, მაგრამ თამაშის 62-ე წუთზე უძლური აღმოჩნდა. სტუმრების სამმა მცველმა „ორენბურგელი“ არტემ დელკინისთვის ხელის შეშლა ვერ შეძლო და თავდამსხმელმა ლორიას კარი აიღო — გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ.

ფეხბურთელი ნიკა კაჭარავა - Sputnik საქართველო
მედია: ნიკა კაჭარავა კარიერას საფეხბურთო კლუბ „როსტოვში“ გააგრძელებს

„ორენბურგთან“ დამარცხებისთანავე გადააყენეს „კრილია სოვეტოვის“ მთავარი მწვრთნელი ფრანკ ვერკაუტერენი, რომელიც გუნდში 2014 წლიდან მუშაობდა. ვინ შეცვლის ბელგიელ სპეციალისტს, ჯერჯერობით უცნობია.

რუსეთის ჩემპიონატის მე-12 ტურის შემდეგ „კრილიას“ მხოლოდ შვიდი ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზეა.

შემდეგ თამაშს სამარის კლუბი „ურალის“ წინააღმდეგ საკუთარ მოედანზე გამართავს. „ურალში“ თამაშობს ლორიას პარტნიორი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში — გიორგი ჭანტურია.

ყველა ახალი ამბავი
0