მედია: ნიკა კაჭარავა კარიერას საფეხბურთო კლუბ „როსტოვში“ გააგრძელებს

© http://championat-rostov.ru/ფეხბურთელი ნიკა კაჭარავა
ფეხბურთელი ნიკა კაჭარავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნიკა კაჭარავას კარიერის გაგრძელების რამდენიმე ვარიანტი ჰქონდა, მაგრამ თავისი არჩევანი მან როსტოვის კლუბზე შეაჩერა.

თბილისი, 7 იანვარი — Sputnik. საქართველოს 2015/2016 წლების საფეხბურთო ჩემპიონატის პირველი წრის ბომბარდირი კარიერას „როსტოვში“ გააგრძელებს. ინფორმაციას ამის შესახებ ევროპის ერთ-ერთი წამყვანი სპორტული ვებგვერდი  transfermarkt.com ავრცელებს. 

გამოცემის ინფორმაციით, ტრანსფერის თანხამ 300 ათასი ევრო შეადგინა.

2014/2015 წლების სეზონზე კაჭარავა საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად აღიარეს. თავდამსხმელი, რომელიც 13 იანვარს 22 წლის გახდება, ამჟამინდელი სეზონის ეროვნული პირველობის საუკეთესო ბომბარდირი გახდა — 15 ჩატარებულ მატჩში კაჭარავამ 13 გოლი გაიტანა.

ვარლამ ლიპარტელიანი - Sputnik საქართველო
„რა არის ჩვენი ცხოვრება? თამაში!“ საქართველოს სპორტული ღონისძიებების ტოპ–ათეული

კაჭარავას თქმით, მას კარიერის გასაგრძელებლად რამდენიმე ვარიანტი ჰქონდა, მაგრამ თავისი არჩევანი როსტოვის კლუბზე შეაჩერა.

რაც შეეხება კლუბ „როსტოვს“, რომელსაც ყურბან ბერდიევი ხელმძღვანელობს, ის ამჟამად რუსეთის ჩემპიონატში მეორე ადგილს იკავებს და „ცსკას“ სულ სამი ქულით ჩამორჩება. 

უნდა აღინიშნოს, რომ კაჭარავა ბერდიევს საკმაოდ კარგად იცნობს, რომელიც 12 წლის განმავლობაში „რუბინს“ ედგა სათავეში. 2012-დან 2014 წლის ჩათვლით ქართველი თავდამსხმელი ახალგაზრდა ყაზანელების გუნდში თამაშობდა, მაგრამ ძირითად გუნდში გადასვლა ვერ შეძლო. 


ყველა ახალი ამბავი
0