პიცა თბილისელებს შორის სულ უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს

© Pixabay / igorovsyannykovპიცა
პიცა - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისური პიცერიების მფლობელები ამბობენ, რომ იტალიური ეროვნული კერძის პოპულარობა თბილისელებს შორის იზრდება.

თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. ბოლო წლის განმავლობაში თბილისში პიცაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა, ასეთ დასკვნამდე მივიდა ინტერნეტ-გამოცემა „კომერსანტი“ თბილისის რიგი პიცერიების მფლობელებთან საუბრის შემდეგ.

საქართველოში ძალზე პოპულარულია ეროვნული კერძები — ხაჭაპური და ლობიანი, ამიტომ არსებობდა მოსაზრება, რომ იტალიური პიცა აქ ფეხს მაინც და მაინც ვერ მოიკიდებდა.

ქართული სუფრა - Sputnik საქართველო
ქართული კერძები კვლავ საუკეთესოთა შორისაა

თუმცა, როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ქართული კერძები ქართველ გურმანებს ხელს არ უშლის, ხშირად შეუკვეთონ პიცაც. პიცერია „დომინოს“ დირექტორმა მარიამ ფაცაციამ განაცხადა, რომ ბოლო წელიწადში მათი გაყიდვები 45%-ით გაიზარდა.

„2015 წლის ბოლოს თბილისში „დომინოს" პიცა ორი რესტორნით იყო წარმოდგენილი, 2016 წელს უკვე სამი რესტორანი გვაქვს. ბუნებრივია, მომხმარებლისა და მოგების რაოდენობა ამის ხარჯზეც გაიზარდა, ანუ ბაზარზე მოთხოვნა მზარდია… პიცერიების ბიზნესს რაც შეეხება, ეს ბაზარი დღეს მზარდია და 4-5 წელიწადში პოტენციალი გაცილებით მაღალი იქნება. რეალურად კი მოხმარებით მალე ევროპას ან ამერიკას გავუტოლდებით“, — განაცხადა ფაცაციამ.

პიცერია „ლოკალინოს“ მენეჯერმა თეა ტუხიაშვილმა დაადასტურა, რომ ეს შემოსავლიანი ბიზნესია.

ქართული ღვინო - Sputnik საქართველო
რუსმა ტურისტებმა ქართულ სამზარეულოს მოფლიოში მეორე ადგილი მიანიჭეს

„ჩვენ არასდროს ვუჩიოდით მომხმარებლის სიმცირეს. 2015 წლისა და 2016 წლის ზაფხულს შევადარებდი ერთმანეთს. მომხმარებლის თვალსაზრისით წლევანდელი ზაფხული უკეთესი იყო და ამას ტურისტების სიმრავლეს ვუკავშირებთ. რაც შეეხება პიცერიის ბიზნესს, ეს ბიზნესი ამართლებს“, — განაცხადა ტუხიაშვილმა.

პიცის წარმოების ბიზნესში წარმატების საიდუმლო მაღალი ხარისხია, განაცხადა პიცერია „რონის“ მენეჯერმა რახელ მუზაევმა.

„ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ბიზნესში ხარისხია, ყველა საქმეში ასეა და ეს ყოველთვის ამართლებს. დღევანდელი პირობებიდან გამომდინარე, კონკურენციას თავს კარგად ვართმევთ. მომხმარებლის რაოდენობა გვიჩვენებს, რომ სხვა პიცერიებს კონკურენციას კარგად ვუწეთ“, — განაცხადა მუზაევმა.

პიცა იტალიური ეროვნული კერძია, რომელიც მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საკვები გახდა. ტომატწასმული მრგვალი ღია კვერის მთავარი ინგრედიენტია ყველი „მოცარელა“. იტალიური პიცის „წინაპარი“ 1522 წელს ნეაპოლში გამოჩნდა, როდესაც ევროპაში პომიდორი შეიტანეს.

ყველა ახალი ამბავი
0