კარლო კოპალიანი: დანამდვილებით ვიცი, რომ პრემიერი ისევ გიორგი კვირიკაშვილი იქნება

© თ. ჩოჩუადეპუტატი კარლო კოპალიანი
დეპუტატი კარლო კოპალიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორ აფასებს განვლილ არჩევნებს, დაწყებულია თუ არა კონსულტაციები მმართველ გუნდში, ვინ იქნება პარლამენტის ახალი თავმჯდომარე? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე Sputnik-ის კორესპონდენტს დეპუტატი კარლო კოპალიანი ესაუბრება.

– ბატონო კარლო, არჩევნები დასრულდა, წინასწარი შედეგები ცნობილია. გამართლდა თუ არა თქვენი მოლოდინი და, ზოგადად, როგორ შეფასებას მისცემთ საარჩევნო პროცესს?

— მართალია, ცესკოს ჯერ საბოლოო შედეგები არ გამოუქვეყნებია, მაგრამ უკვე დღეს შეიძლება თამამად განვაცხადო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დასახული გეგმა შეასრულა. ჩვენ გვაქვს ყველა წინაპირობა, რომ მომავალ ოთხ წელიწადში ვიშრომოთ ხალხის კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად, რადგან დღევანდელი სოციალური გარემო, პირდაპირ ვთქვათ, არ არის დამაკმაყოფილებელი. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი ქვეყნის ამომრჩევლებს, ვინც ასეთი ნდობა გამოგვიცხადა და პირობა მივცე, რომ ამ ნდობას აუცილებლად გავამართლებთ. რაც შეეხება არჩევნების ავკარგიანობას, ორიგინალური არ ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო საქართველოს უახლეს ისტორიაში და ამას ადასტურებს უამრავი უცხოელი დამკვირვებელი, ვინც გამადიდებელი ლუპით აკვირდებოდა მიმდინარე პროცესებს.

დავით ბაქრაძე - Sputnik საქართველო
„ნაციონალური მოძრაობა" საქართველოში დემოკრატიის დაცვის პირობას დებს

– ქართულ მასმედიაში გაჩნდა ინფორმაცია მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებზე. ასევე აქტიურად მუსირებს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურის საკითხი. დაწყებულია თუ არა კონსულტაციები ამ თემებზე?

— სულ რაღაც ორი დღის წინ ჩატარდა მეორე ტური და დროა საჭირო, რომ დაიწყოს კონსულტაციები და იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ჰქვია სამთავრობო ცვლილებები თუ სხვა დანარჩენი, რომელიც მომავალ პარლამენტს დაეკისრება. ვიცი, რომ პრემიერ-მინისტრმა არ დაფარა სამთავრობო რეორგანიზაციის შესაძლებლობა. საუბარია რამდენიმე სამინისტროზე, სახელმწიფო მინისტრზე, მაგრამ ეს, ალბათ, მომავლის საკითხია და ამაზე საუბარი ჯერ ადრეა. დაველოდოთ მოვლენებს.

პარლამენტის თავმჯდომარის პოსტს რაც შეეხება, ჯერ არ არის კონკრეტულად ცნობილი, დაიკავებს თუ არა ამ თანამდებობას ირაკლი კობახიძე. ცხადია, რომ კახა კალაძესთან ერთად მან ბევრი იშრომა არჩევნების პერიოდში. დანამდვილებით კი ვიცით, რომ გიორგი კვირიკაშვილი ისევ იქნება მთავრობის ხელმძღვანელი, რაც ძალიან კარგია, რადგან წინასაარჩევნო გარემოში, ვითარების ნორმალურად წარმართვის პროცესში მას ლომის წვლილი მიუძღვის. საკითხისადმი მიდგომის კუთხით მან ძალიან დიდი ავტორიტეტი მოიპოვა ჩვენ ქვეყანაში. შემიძლია ვთქვა, რომ სერიოზულად გააგრძელა ის გზა, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა ბიძინა ივანიშვილმა.

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
პრეზიდენტი მარგველაშვილი არჩევნების დროს დაფიქსირებულ დარღვევებზე რეაგირებას ელოდება

– პირველი რიგის ამოცანად რა მიგაჩნიათ ახალი პარლამენტისთვის?

— ვფიქრობ, ჩვენი განათლების სისტემა სერიოზულ რეფორმას საჭიროებს. ამ კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი, რათა მომავალ თაობას ჰქონდეს საშუალება აქ, საქართველოში მიიღოს განათლება. ასევე ძალიან დიდ პრობლემად მესახება მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა. დროა, ჩვენი დაპირებები საქმედ ვაქციოთ, ახლა ამაში ხელს ვერავინ შეგვიშლის. და მე მჯერა, ჩვენი ხალხი ძალიან მალე იგრძნობს, რომ ამ კუთხით სერიოზული ძვრები იქნება. ამის თქმის საბაბს მაძლევს ჩვენ გუნდში მიმდინარე კონსულტაციები და ის მიზნები, რომლებსაც ერთად, გუნდურად ვსახავთ.

თენგიზ ჩოჩუა

ყველა ახალი ამბავი
0