ბუასილი – უხერხული პრობლემის გადაჭრის ეფექტური საშუალება

CC BY 2.0 / FL/ dion gillard / Haemorrhoidsბუასილი ადამიანს უამრავ პრობლემას უჩენს
ბუასილი ადამიანს უამრავ პრობლემას უჩენს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზეთის მიღება უსაფრთხოა ორსულობის დროსაც, როდესაც სხვა ანტიჰემოროიდული საშუალებები არ შეიძლება, ხოლო დაზიანებულ ადგილზე კომპრესის დადება ხელს უწყობს ჰემოროიდული კვანძების გაწოვასა და დაზიანებული სისხლძარღვების აღდგენას.

ბუასილის (ჰემოროი) სამკურნალოდ ქაცვის ზეთი ეფექტური ხალხური საშუალებაა. მისი მიღება უსაფრთხოა ორსულობის დროსაც, როდესაც სხვა ანტიჰემოროიდული საშუალებები არ შეიძლება.

•    ქაცვი მდიდარია ორგანული მჟავებით, მთრიმლავი ნივთიერებებითა და ვიტამინებით, შეუძლია დაზიანებული ქსოვილის რეგენერირება. რადგან ანთების საწინააღმდეგო მოქმედების უნარი გააჩნია, ხსნის ტკივილის შეგრძნებას, სისხლდენასა და დისკომფორტს, აჩერებს ჰემეროიდული კვანძების ზრდას.

•    ქაცვის ზეთში შემავალი C ვიტამინი აუცილებელია კოლაგენის სინთეზისთვის, რომელიც სისხლძარღვების სიძლიერესა და ტონუსს უზრუნველყოფს. სისხლძარღვების კედლები დაჭიმვასა და დაზიანებებს მედგარ წინააღმდეგობას უწევს, სისხლდენა ქრება, ახალი ჰემეროიდული კვანძები არ ჩნდება.

•    მთრიმლავი ნივთიერებები ამცირებს ანთებით პროცესს დაზიანებული სისხლძარღვების ადგილზე, აქრობს შეშუპებასა და ჰემოროიდული კვანძების ტკივილს. ქაცვის ზეთში შემავალი პოლიუჯერი ცხიმმჟავები აუმჯობესებს სისხლის რეოლოგიას (სისხლის დინების თავისებურებები) და ხელს უშლის მცირე მენჯის ვენებში მის შეგუბებას.

© FL/ FreePhotos4Uქაცვი
ქაცვი - Sputnik საქართველო
ქაცვი

როგორ გამოვიყენოთ ქაცვის ზეთი ბუასილის სამკურნალოდ

კარგი შედეგის მისაღებად ქაცვის ზეთი კომპლექსურად უნდა გამოიყენოთ — მიიღოთ შინაგანად და ადგილობრივად — კომპრესის სახით ჰემოროიდული ახალი კვანძების გაჩენის პროფილაქტიკისა და უკვე არსებულის გაზრდის შესაჩერებლად. ქაცვის ეფექტურობა გაიზრდება, თუ სპეციალურ დიეტას დაიცავთ, რომელიც მდიდარი იქნება ქატოს უჯრედისით, ბოსტნეულითა და ჩირით.

რძე - Sputnik საქართველო
გახველებთ? არ იჩქაროთ ქიმიური მედიკამენტების მიღება, სცადეთ ეს უებარი, მარტივი მეთოდი

ქაცვის ზეთს გაღვიძებისთანავე, უზმოზე სვამენ. საკმარისია დღეში ერთი სუფრის კოვზი. საკვების მიღება ნახევარი საათის შემდეგ შეიძლება.

დაზიანებულ ადგილზე კომპრესის დადება ხელს უწყობს ჰემოროიდული კვანძების გაწოვასა და დაზიანებული სისხლძარღვების აღდგენას. კომპრესი კვანძების წარმოქმნის ადგილზე უნდა დაიდოთ და დღეში სამჯერ გამოიცვალოთ. ქაცვის ზეთში დასველებულ ბამბის ტამპონს დაზიანებულ ადგილზე მთელი ღამით ტოვებენ, რადგან პრობლემის ალაგმვისთვის წოლითი რეჟიმის დაცვა აუცილებელია. მკურნალობა სიმპტომების სრულ გაქრობამდე გრძელდება.

შინაგანად მიღებისთვის იყენებენ სხვა მცენარეულ ცხიმებსაც, რათა მოწესრიგდეს საჭმლის მომნელებელი სისტემა და შეკრულობის პრობლემა არ წარმოიქმნას. ჰემეროისა და შეკრულობის პროფილაქტიკისთვის ეფექტურია სელის, სიმინდის, ზეთისხილისა და ყურძნის ზეთი. ზეთს იყენებენ სალათებში ან სვამენ უზმოზე.

ყველა ახალი ამბავი
0