აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მთავრობაში თანამდებობის დაკავებას გეგმავს

გამოწერა
აჭარის საკანონმდებლო ორგანოს მეთაურის პოსტზე უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ არჩილ ბერიძეს იმედი აქვს, რომ მაღალ თანამდებობას აღმასრულებელ ხელისუფლებაში შესთავაზებენ.

თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებაში ერთ-ერთ მაღალ თანამდებობას დაიკავებს. 

ბერიძეს უფლებამოსილების ვადა მას შემდეგ ამოეწურება, რაც 8 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგად არჩეული საკანონმდებლო ორგანოს ახალი შემადგენლობა პირველ სხდომაზე შეიკრიბება. 

„როგორც კი დამტკიცდება უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილება, ჩემი უფლებამოსილება ამოიწურება. შემიძლია ვთქვა, რომ არის ყველა პირობა იმისა, რომ მე დავინიშნო ხელმძღვანელ თანამდებობაზე აღმასრულებელ ხელისუფლებაში“, — თქვა ბერიძემ ბრიფინგზე. 

საქართველოს მთავრობა - Sputnik საქართველო
ვინ შევა საქართველოს ახალ მთავრობაში – მასმედიის ვერსიები

ამასთან, ბერიძეს არ დაუზუსტებია, ის მაღალ თანამდებობას აჭარის მთავრობაში დაიკავებს თუ საქართველოს ხელისუფლებაში.

არჩევნების შედეგების თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ 14 ადგილი მიიღო, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 5, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ —  1 და „გაერთიანებულმა დემოკრატიულმა მოძრაობამ“ – 1 ადგილი. 

ავთანდილ ბერიძე აჭარის უმაღლეს საბჭოს 2012 წლის ოქტომბრიდან ხელმძღვანელობს. 

მანამდე 8 წლის მანძილზე სათავეში ედგა „საქართველოს რესპუბლიკურ პარტიას“ აჭარაში. მას შემდეგ, რაც 2011 წელს მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა პარტია „ქართული ოცნება“ შექმნა, ბერიძე ამ პარტიის რიგებში შევიდა. 

ყველა ახალი ამბავი
0