საქართველოში დაზოგვის საერთაშორისო დღე აღინიშნება

© Sputnik / Alexander Imedashviliბანკის განყოფილება
ბანკის განყოფილება - Sputnik საქართველო
გამოწერა
დანაზოგის დღე კარგი შესაძლებლობაა, რომ მოქალაქეების ფინანსური განათლების ამაღლებისა და ინფორმირებულობისთვის ახალი აქტიური კამპანია ჩატარდეს.

თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში დანაზოგის მსოფლიო დღე მეხუთედ აღინიშნება.

დანაზოგის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საქართველოში ექვსი დღე გაგრძელდება და შაბათს საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმში მთავარი ღონისძიებით დასრულდება.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან რვა ქართული კომერციული ბანკი, შემნახველი ბანკების საერთაშორისო თანამშრომლობის ფონდი და საქართველოს ეროვნული ბანკი.

ოქროს ზოდი - Sputnik საქართველო
გამოკითხვა: Sputnik-ის მკითხველი დანაზოგს ოქროთი არ ინახავს

ღონისძიების მონაწილე კომერციული ბანკები ფილიალებში, ვებ-გვერდებზე, ბანკომატებსა და სოციალურ ქსელებში განათავსებენ ვიდეოს დანაზოგის საერთაშორისო დღის ქართული სიმბოლოს Grovia-ს გამოყენებით. რამდენიმე ბანკი ამ კვირეულის ფარგლებში საბავშვო ანგარიშებზე აქციებს გამოაცხადებს.

მთელი ქვეყნის მასშტაბით სოციალურ მედიაში გამოცხადებულია ყულაბის კონკურსი, რომლის ფარგლებში 14 წლამდე ბავშვები გაგზავნიან დანაზოგის თემაზე გადაღებულ ვიდეოს, სადაც განმარტავენ, რა არის დანაზოგი და მის მეთოდებს დაასახელებენ.

მონაწილეებიდან ხუთშაბათს 15 გამარჯვებულს შეარჩევენ. მათ ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმში ყვარელში შაბათს ექსკურსიაზე მიიწვევენ, ხოლო კომერციული ბანკები იქ გახსნიან საბავშვო ანგარიშებს, რათა ბავშვებმა თანხა საკუთარი მიზნებისთვის დააგროვონ. გამარჯვებულებს ასევე სხვადასხვა პრიზი გადაეცემათ.

იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო
ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს 6,5%-იან ნიშნულზე ინარჩუნებს

მოქმედებს სპეციალური ვებგვერდი www.grovia.com.ge, სადაც განთავსებულია ინფორმაცია როგორც დანაზოგის დღესთან, ისე საბანკო პროდუქტებთან, მომსახურებასთან და, ზოგადად, მომხმარებლის უფლებებთან დაკავშირებით.

დანაზოგის მსოფლიო დღის ისტორია მილანში 1924 წლის ოქტომბრიდან იწყება. მაშინ მსოფლიოს 29 ქვეყნის შემნახველი სალაროების წარმომადგენლები პირველ ინტერნაციონალურ სპეციალიზებულ კონგრესზე (World Society of Savings Banks) შეიკრიბნენ. 31 ოქტომბერს, კონგრესის ბოლო დღეს იტალიელი პროფესორი რავიზ-ზა გამოვიდა ამ დღის ყოველ წელს აღნიშვნის წინადადებით – როგორც „დანაზოგის საერთაშორისო დღის“ (International Savings Day).

ყველა ახალი ამბავი
0