ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს 6,5%-იან ნიშნულზე ინარჩუნებს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliიუსტიციის სახლი
იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მარეგულირებელი ხისტი მონეტარული პოლიტიკის ეტაპობრივად შერბილებას განაგრძობს და ორ თვეში რეფინანსირების განაკვეთის 6%-მდე დაყვანას გეგმავს.

თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა გადაწყვიტა უცვლელად შეინარჩუნოს რეფინანსირების განაკვეთი 6,5%-ზე, ნათქვამია სებ-ის ვებ-გვერდზე.

ბოლოს ეს განაკვეთი 2016 წლის 7 სექტემბერს შემცირდა 6,75%-იანი ნიშნულიდან 6,5%-მდე.

სებ-ის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პრესკონფერენციაზე საინფორმაციო საშუალებებს განუმარტა ის ფაქტორები, რამაც განაპირობა კომიტეტის მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება და აღნიშნა, რომ ეს სწორი და ეფექტური ნაბიჯია.

„ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება სინერგიისა და ეფექტურობის ზრდის საფუძველზე ნამდვილად კარგი იქნება საბანკო სექტორისთვის და, ვფიქრობ, საბოლოოდ ეს არა თუ შეამცირებს, არამედ კიდევ უფრო გაზრდის კონკურენციას ქართულ საბანკო ბაზარზე, რაც საბოლოოდ უკვე საპროცენტო განაკვეთების შემცირებაზეც უნდა აისახოს“, — განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

გვენეტაძემ ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციების მიზეზებზეც ისაუბრა და ლარის კურსის ბოლოდროინდელ ცვლილებებზეც.

კუპიურები - Sputnik საქართველო
ეროვნული ბანკი ლარის გამაგრებას ცდილობს

„შემიძლია გითხრათ, რომ საერთაშორისო ბაზრებზე დოლარის კურსის ცვლილება, რა თქმა უნდა, სავაჭრო არხებით ასახვას ჰპოვებს ლარი/აშშ დოლარის კურსზე. თუმცა, თუ შევხედავთ მიმდინარე ანგარიშის ბოლო თვეების ტენდენციებს, დინამიკა გაუმჯობესებულია… ამ ტენდენციებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სხვა თანაბარ პირობებში გაცვლითი კურსის მნიშვნელოვან ცვლილებას არ ველოდებით“, — აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტმა.

პრესკონფერენციაზე კობა გვენეტაძემ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების საკითხზეც ისაუბრა და ფინანსურ ინსტიტუტებს მოუწოდა, სათანადოდ დაიცვან კანონმდებლობის ის მოთხოვნები, რომლებიც ფულის გათეთრების აღკვეთას უზრუნველყოფს.

„მინდა მოვუწოდო ფინანსურ ინსტიტუტებს, გაითავისონ თავიანთი როლი უკანონოდ მოპოვებული ან/და ტერორიზმის დაფინანსებისთვის განკუთვნილი ფულადი ნაკადების საფინანსო სისტემაში შეღწევის აღკვეთის პროცესში, სათანადოდ დაიცვან ფულის გათეთრების აღმკვეთი კანონმდებლობის მოთხოვნები“, — თქვა მან.

გვენეტაძის თქმით, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, „განმარტებითი შეხვედრები“ გამართოს ფინანსურ ინსტიტუტებთან.

ყველა ახალი ამბავი
0