ეროვნული ბანკი ლარის გამაგრებას ცდილობს

© photo: Sputnik / Mikhail Kutuzov / გადასვლა მედიაბანკშიკუპიურები
კუპიურები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მარტის დასაწყისიდან ივნისამდე, ბაზარზე 300 მილიონ დოლარზე მეტი შეიძინა, მაგრამ ბოლო ერთი თვის მანძილზე ვალუტის გაყიდვებმა 140 მილიონი დოლარი შეადგინა.

თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. ხუთშაბათს გამართულ სავალუტო აუქციონზე, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 მილიონი დოლარი გაყიდა და ვაჭრობაზე ლარის საშუალო შეწონილმა კურსმა დოლართან 2,3325 ₾/$1 შეადგინა. 

ქართული ლარი - Sputnik საქართველო
ახალი დიზაინის 100 ლარიანი ბანკნოტები მიმოქცევაში ნოემბერში გამოვა

მარტის დასაწყისიდან ივნისის დასაწყისამდე, ეროვნულმა ბანკმა 12 შემდგარ აუქციონზე, თითქმის 300 მილიონი დოლარი იყიდა, თუმცა სექტემბრის შუა რიცხვებში, ეროვნულმა ბანკმა ვალუტა გაყიდა. 

პარასკევისათვის ეროვნულმა ბანკმა ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით 2,3363 ₾/$1 დაადგინა. რაც 0,0022 ლარით ნაკლებია ხუთშაბათის კურსზე. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0