ახალი დიზაინის 100 ლარიანი ბანკნოტები მიმოქცევაში ნოემბერში გამოვა

გამოწერა
განახლებული ბანკნოტები დაცულია მომხმარებლისათვის მარტივად აღქმადი, თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური დამცავი ნიშნებით. მათ შორის დატანილია ნომინალის ამომცნობი ნიშანი სუსტი მხედველობის მქონე პირთათვის.

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. ახალი დიზაინის 100 ლარიანი ბანკნოტები ბრუნვაში 2016 წლის 1 ნოემბერს გამოვა. 

„განახლებულ ბანკნოტზე შენარჩუნებულია კარგად ნაცნობი თავდაპირველი თემატიკა, ხოლო ბანკნოტზე წარმოდგენილი ისტორიები გამრავალფეროვნებულია ცალკეული ახალი ელემენტებით. განახლებული დიზაინი კიდევ უფრო მეტი სიზუსტით და თანამედროვე იერსახით წარმოაჩენს საქართველოს მნიშვნელოვან კულტურულ-ისტორიულ მემკვიდრეობას“, — ნათქვამია ეროვნული ბანკის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

განახლებული ბანკნოტები დაცულია მომხმარებლისათვის მარტივად აღქმადი, თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური დამცავი ნიშნებით. მათ შორის დატანილია ნომინალის ამომცნობი ნიშანი სუსტი მხედველობის მქონე პირთათვის.

© საქართველოს ეროვნული ბანკიგანახლებული 100 ლარიანი
განახლებული 100 ლარიანი - Sputnik საქართველო
განახლებული 100 ლარიანი

რაც შეეხება ძველ ბანკნოტებს, ის ახალ ასლარიანებთან ერთად იქნება მიმოქცევაში.

სავარაუდოდ 2017 წლის დასაწყისისთვის ასევე იგეგმება 5 და 10 ლარის ნომინალის კუპიურების განახლებაც.

20, 50 და 100 ლარიანი ბანკნოტების დიზაინის ავტორი გახლავთ ქართველი მხატვარი ბაჩა მალაზონია. საქართველოს ეროვნულ ბანკში შემუშავებული განახლებული ბანკნოტების ესკიზების სრულყოფაში მონაწილეობდნენ მსოფლიოს წამყვანი კომპანიები: Giesecke & Devrient (გერმანია), Oberthur Fiduciaire (საფრანგეთი) და De La Rue (ინგლისი).

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 15 მარტს ბუქარესტში HSP™ Europe-ს კონფერენციაზე, ევროპისა და დსთ–ს ქვეყნების მასშტაბით, საუკეთესო რეგიონული ბანკნოტის ნომინაციაში ლარის განახლებული ბანკნოტების სერიამ (20, 50 და 100 ლარიანი) გაიმარჯვა.

ყველა ახალი ამბავი
0