გამოკითხვა: Sputnik-ის მკითხველი დანაზოგს ოქროთი არ ინახავს

© photo: Sputnik / Павел Лисицын / გადასვლა მედიაბანკშიოქროს ზოდი
ოქროს ზოდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
Sputnik-მა საკუთარ მკითხველს დაუსვა კითხვა: „სად ამჯობინებთ საკუთარი დანაზოგის შენახვას?“.

თბილისი, 14 მარტი – Sputnik. საქართველოში Sputnik-ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში —„სად ამჯობინებთ საკუთარი დანაზოგის შენახვას?“ მონაწილეთა 41,5%-მა განაცხადა, რომ მათ არაფერი აქვთ შესანახი.

აშშ დოლარი - Sputnik საქართველო
გამოკითხვა: საქართველოს მოსახლეობაზე ლარის კურსის ვარდნამ იმოქმედა

„საქსტატის“ ინფორმაციით, წლიურმა ინფლაციამ 2016 წლის თებერვალში, 2015 წლის თებერვალთან შედარებით, 5,6% შეადგინა. ინფლაცია კვლავ აჭარბებს მიზნობრივ მაჩვენებელს, რომელიც ეროვნულმა ბანკმა 5%-ის დონეზე დაგეგმა. 

გარდა ამისა, გამოკითხვის მონაწილეთა 30,5% თავის დანაზოგს ბანკში ინახავს.

ხოლო გამოკითხვაში მონაწილეთა 18,3% დანაზოგის სახლში შენახვას ამჯობინებს. სახსრებს უძრავ ქონებაში Sputnik-ის მომხმარებელთა 9,8% აბანდებს.

ამავდროულად, გამოკითხვის თანახმად, Sputnik-ის მკითხველი დანაზოგს არ ინახავს ფასიან ქაღალდებსა და ოქროში.

2016 წლის თებერვალში, 2015 წლის თებერვალთან შედარებით, ფასებმა ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე 14,3%-ით იმატა, სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე — 4,6%-ით, სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების მომსახურებაში — 4,7%-ით, ჯანდაცვის დარგში — 10,5%-ით, განათლების სფეროში — 3,4%-ით, კომუნალურ მომსახურებაზე — 6%-ით, კავშირგაბმულობის სფეროში — 4,6%-ით.

მითითებულ პერიოდში საქართველოში ფასმა მხოლოდ ტრანსპორტზე იკლო — 1,5%-ით.

© photo: Sputnik / Stanislav Kozliakowskyსაარსებო მინიმუმი საქართველოში ანუ როგორ ვიარსებოთ?!
საარსებო მინიმუმი საქართველოში ანუ როგორ ვიარსებოთ?! - Sputnik საქართველო
საარსებო მინიმუმი საქართველოში ანუ როგორ ვიარსებოთ?!

 

ყველა ახალი ამბავი
0