თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. ეროვნული ვალუტის — ლარის კურსის ვარდნამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა სააგენტო Sputnik —საქართველოს ვებ გვერდზე განთავსებული გამოკითხვის მონაწილეთა უმრავლესობაზე.
ქართულმა ვალუტამ გაუფასურება 2014 წლის ნოემბერში დაიწყო. მას შემდეგ ლარის კურსი დოლართან მიმართებით 40%-ზე მეტად დაეცა. 2016 წლის დასაწყისიდან ლარის კურსი 4%-ით დაეცა. დღეისათვის ლარის კურსი 2,4939 GEL/$1 შეადგენს.
იმას, რომ შექმნილი მდგომარეობის გამო ეკონომიის გაწევა უწევთ, მკითხველთა 61,7% აღნიშნავს. გამოკითხულთა 17,5%-ისათვის არაფერი შეცვლილა. ლარის კურსის ვარდნა კი როგორც აღმოჩნდა არ აწუხებს მკითხველთა 20,8%-ს.
ლარის კურსის ვარდნა დიდწილად დაკავშირებულია ნეგატიურ მოლოდინებთან რომელიც ბაზარზე მეზობელ ქვეყნებში განვითარებული პროცესების გამო წარმოიშვა,- თვლის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე.