საია: არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩატარდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპარლამენტო არჩევნები
საპარლამენტო არჩევნები - Sputnik საქართველო
გამოწერა
არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში, პირველისგან განსხვავებით, სერიოზული დარღვევები არ დაფიქსირებულა.

თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, აღნიშნულია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) განცხადებაში.

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ერთმანდატიან ოლქებში გუშინ გაიმართა.

„პოზიტიურად უნდა შეფასდეს, რომ, არჩევნების პირველი ტურისგან განსხვავებით, მეორე ტურის კენჭისყრის დღეს ძალადობას უბნების გარე პერიმეტრზე ან უბნების დარბევის შემთხვევებს  ადგილი არ ჰქონია. მშვიდი და არაძალადობრივი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო სამართალდამცველი ორგანოების მობილიზებული მოქმედებები“, — ნათქვამია განცხადებაში.

მანდარინი - Sputnik საქართველო
მანდარინი თუ მარკირების სითხე?!

განსხვავებით პირველი ტურის კენჭისყრის დღისგან, არ დაფიქსირებულა ხმის დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცესის მნიშვნელოვანი ხარვეზები. საია ასევე აღნიშნავს საარჩევნო სუბიექტების წვლილს დაძაბულობისა და ძალადობრივი ინციდენტების პრევენციის კუთხით.

„ნეგატიურად უნდა შეფასდეს ის გარემოება, რომ მეორე ტურებზე კვლავ გაგრძელდა მანკიერი პრაქტიკა, როდესაც უბნის მიმდებარე პერიმეტრზე მობილიზებული იყვნენ კანდიდატების კოორდინატორები და აქტივისტები და აღრიცხავდნენ უბანზე მისულ ამომრჩეველს, ცალკეულ შემთხვევებში — მათ მიერ დაფიქსირებულ ნებასაც, რაც შეიძლება შეფასდეს, როგორც ირიბი კონტროლი/კონტროლის მცდელობა ამომრჩევლის ნებაზე“, — აღნიშნავენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებლებმა დაწერეს 60-მდე საჩივარი და ჩანაწერების წიგნში 59 შენიშვნა დააფიქსირეს.

არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ 400-მდე დამკვირვებელი ადევნებდა თვალს.

8 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის კენჭისყრის პროცესში რამდენიმე სერიოზული დარღვევა დაფიქსირდა, მათ შორის მარნეულისა და ზუგდიდის საარჩევნო ოლქებში.

საქართველოს 50 ერთმანდატიან ოლქში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართა.

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური - Sputnik საქართველო
საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარი მონაცემები

საქართველოს პარლამენტში არჩევნები შერეული სისტემით ტარდება: 77 დეპუტატს პროპორციული, ხოლო 73-ს — მაჟორიტარული სისტემით ირჩევენ.

ცესკოს მონაცემებით, მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო" პროპორციული სისტემით ხმათა 48,68% მიიღო (44 მანდატი), „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" – 27,11% (27 მანდატი), ბლოკმა „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია" – 5,01% (6 მანდატი).

ამრიგად, მმართველმა პარტიამ არჩევნების ორი ტურის შედეგების მიხედვით, საქართველოს პარლამენტში 115 ადგილი და ქვეყნის კონსტიტუციის შეცვლის შესაძლებლობა მიიღო.

ყველა ახალი ამბავი
0