თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. მმართველი პარტიის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატებმა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგებით, გამარჯვება მოიპოვეს 50-დან 48 საარჩევნო უბანზე.
ცესკოს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ პოზიციები დათმო მხოლოდ ხაშურში, სადაც მათ კანდიდატს „მრეწველების“ კანდიდატი დაუპირისპირდა და მოიგო არჩევნები. ხოლო ერთ ოლქში მოიგო დამოუკიდებელმა კანდიდატმა, რომელსაც მხარს უჭერდა მმართველი პარტია.
ამომრჩეველთა აქტივობამ მეორე ტურში 37,5% შეადგინა. ამრიგად, მმართველმა პარტიამ არჩევნების ორი ტურის შედეგების მიხედვით, საქართველოს პარლამენტში 115 ადგილი და ქვეყნის კონსტიტუციის შეცვლის შესაძლებლობა მიიღო.
არჩვენების მეორე ტური 30 ოქტომბერს 73 ერთმანდატიანი ოლქიდან 50-ში გაიმართა. დეპუტატობისათვის ამ ოლქებში ის ორი კანდიდატი იბრძოდა, რომლებმაც პირველი ტურის შედეგებით ყველაზე მეტი ხმები მოაგროვეს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ამ დროისთვის შეჯამებული მონაცემების მიხედვით, პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:
მთაწმინდის N1 მაჟორიტარული ოლქი: ნიკა რურუა (ნაციონალური მოძრაობა) – 32,42% და სალომე ზურაბიშვილი (დამოუკიდებელი კანდიდატი) – 67,58%.
ვაკის N2 მაჟორიტარული ოლქი: ელენე ხოშტარია (ნაციონალური მოძრაობა) – 24,48% და ბიძინა გეგიძე (ქართული ოცნება) —75,52%.
საბურთალოს N6 მაჟორიტარული ოლქი: სევდია უგრეხელიძე (ნაციონალური მოძრაობა) – 20,73% და ლევან გოგიჩაიშვილი (ქართული ოცნება) – 79,27%.
კრწანისის N7 მაჟორიტარული ოლქი: ირაკლი აბესაძე (ნაციონალური მოძრაობა) – 27,1% და ბექა ოდიშარია (ქართული ოცნება) —72,9%.
ისნის N8 მაჟორიტარული ოლქი: გიორგი ონიანი (ნაციონალური მოძრაობა) – 25% და ირაკლი აბუსერიძე (ქართული ოცნება) —75%.
ისნის N9 მაჟორიტარული ოლქი: ბესიკ კვიციანი (ნაციონალური მოძრაობა) – 25,39% და დავით ჭიჭინაძე (ქართული ოცნება) —74,61%.
ისნის N10 მაჟორიტარული ოლქი: ზაზა კედელაშვილი (ნაციონალური მოძრაობა) – 26,4% და ბექა ნაცვლიშვილი (ქართული ოცნება) – 73,6%.
სამგორის N11 მაჟორიტარულ ოლქი: ირაკლი ნადირაძე (ნაციონალური მოძრაობა) – 26,64% და გიორგი მოსიძე (ქართული ოცნება) —73,36%.
სამგორის N12 მაჟორიტარული ოლქი: დათო ჟღენტი (ნაციონალური მოძრაობა) – 29,6% და მარიამ ჯაში (ქართული ოცნება) – 70,4%.
სამგორის N13 მაჟორიტარული ოლქი: გიორგი ხახნელიძე (ნაციონალური მოძრაობა) – 24,07% და შოთა ხაბარელი (ქართული ოცნება) —75,93%.
დიდუბის N15 მაჟორიტარული ოლქი: დავით ნაფეტვარიძე (ნაციონალური მოძრაობა) – 23,94% და ზაზა პაპუაშვილი — 76,06%.
დიდუბის N16 მაჟორიტარული ოლქი: ირაკლი დვალი (ნაციონალური მოძრაობა) – 23,3% და ივლიანე წულაია (ქართული ოცნება) — 76,7%.
ნაძალადევის N17 მაჟორიტარული ოლქი: მურმან თხელიძე (ნაციონალური მოძრაობა) – 22,47% და სოფიო კილაძე (ქართული ოცნება) – 77,53%.
ნაძალადევის N18 მაჟორიტარული ოლქი: მამუკა გუგეშაშვილი (ნაციონალური მოძრაობა) – 26,84% და მიხეილ ყაველაშვილი (ქართული ოცნება) —73,16%.
ნაძალადევის N19 მაჟორიტარული ოლქი: ლერი დემეტრაშვილი (ნაციონალური მოძრაობა) – 29,01% და ზაზა გაბუნია (ქართული ოცნება) —70,99%.
გლდანის N20 მაჟორიტარული ოლქი: ალექსანდრე ჩაფიჩაძე (ნაციონალური მოძრაობა) – 28,32% და კობა კობალაძე (ქართული ოცნება) —71,68%.
გლდანის N21 მაჟორიტარული ოლქი: სერგო რატიანი (ნაციონალური მოძრაობა) – 30,25% და ლევან კობიაშვილი (ქართული ოცნება) —69,75%.
გლდანის N22 მაჟორიტარული ოლქი: გიორგი ბარამიძე (ნაციონალური მოძრაობა) – 26,96% და ლევან კობერიძე (ქართული ოცნება) – 73,04%.
საგარეჯოს N23 მაჟორიტარული ოლქი: ზურაბ ჭიაბერაშვილი (ნაციონალური მოძრაობა) – 20,82% და რომან მუჩიაშვილი (ქართული ოცნება) —79,18%.
გურჯაანის N24 მაჟორიტარული ოლქი: გიორგი ღვინიაშვილი (ნაციონალური მოძრაობა) – 21,46% და დავით სონღულაშვილი (ქართული ოცნება) —78,54%.
ლაგოდეხის N26 მაჟორიტარული ოლქი: გურამ კაკალაშვილი (ნაციონალური მოძრაობა) – 24,43% და გურამ მაჭარაშვილი (ქართული ოცნება) – 75,57%.
თელავის N27 მაჟორიტარული ოლქი: გიორგი ბოტკოველი (ნაციონალური მოძრაობა) – 30,54% და ირაკლი სესიაშვილი (ქართული ოცნება) — 69,46%.
ახმეტის N28 მაჟორიტარული ოლქი: შაქრო ტერტერაშვილი (ნაციონალური მოძრაობა) – 26,17% და გელა სამხარაული (ქართული ოცნება) —73,83%.
რუსთავის N29 მაჟორიტარული ოლქი: მამუკა ჩიქოვანი (ნაციონალური მოძრაობა) 27,75% და პაატა მხეიძე (ქართული ოცნება) —72,25%.
რუსთავის N30 მაჟორიტარული ოლქი: დავით კირკიტაძე (ნაციონალური მოძრაობა) – 32,43% და გიორგი ბეგაძე (ქართული ოცნება) —67,57%.
მარნეულის N36 მაჟორიტარული ოლქი: აკმამედ იმამკულიევი (ნაციონალური მოძრაობა) – 27,85% და თამაზ ნავერიანი (ქართული ოცნება) – 72,15%.
მცხეთის N37 მაჟორიტარული ოლქი: დიმიტრი ხუნდაძე (ქართული ოცნება) – 50,11% და ცეზარ ჩოჩელი (დამოუკიდებელი კანდიდატი) – 49,89%.
კასპის N39 მაჟორიტარული ოლქი: ნუგზარ ნონიაშვილი (ნაციონალური მოძრაობა) – 24,08% და ირაკლი მეზურნიშვილი (ქართული ოცნება) —75,92%.
გორის N41 მაჟორიტარული ოლქი: ირაკლი ალასანია (თავისუფალი დემოკრატები) – 15,04% და იოსებ მაკრახიძე (ქართული ოცნება) — 84,96%.
გორის N42 მაჟორიტარული ოლქი: ბადრი ბასიშვილი (ნაციონალური მოძრაობა) – 26,07% და თენგიზ ხუბულური (ქართული ოცნება) – 73,93%.
ხაშურის N43 მაჟორიტარული ოლქი: სიმონ ნოზაძე (თოფაძე-მრეწველები) – 61,55% და ვალერი გელაშვილი (ქართული ოცნება) – 38,45%.
ახალციხის N44 მაჟორიტარული ოლქი: ვაჟა ჩიტიშვილი (ნაციონალური მოძრაობა) 30,17% და გიორგი კოპაძე (ქართული ოცნება) – 69,83%.
ქუთაისის N47 მაჟორიტარული ოლქი: გიორგი თევდორაძე (ნაციონალური მოძრაობა) – 30,75% და გენადი მარგველაშვილი (ქართული ოცნება) – 69,25%.
ქუთაისის N48 მაჟორიტარული ოლქი: აკაკი ბობოხიძე (ნაციონალური მოძრაობა) – 24,72% და დიმიტრი მხეიძე (ქართული ოცნება) – 75,28%.
ქუთაისის N49 მაჟორიტარული ოლქი: გიორგი წერეთელი (ნაციონალური მოძრაობა) – 32,67% და კობა ნარჩემაშვილი (ქართული ოცნება) – 67,33%.
ბაღდათის N51 მაჟორიტარული ოლქი: გიორგი რობაქიძე (ნაციონალური მოძრაობა) – 27,19% და კობა ლურსმანაშვილი (ქართული ოცნება) —72,81%.
ზესტაფონის N52 მაჟორიტარული ოლქი: ბეჟან ბუცხრიკიძე (ნაციონალური მოძრაობა) – 21,37% და შალვა კიკნაველიძე (ქართული ოცნება) – 78,63%.
ჭიათურის N56 მაჟორიტარული ოლქი: თეიმურაზ გაფრინდაშვილი (თავისუფალი დემოკრატები) – 36,06% და სულხან მახათაძე (ქართული ოცნება) – 63,94%.
ლანჩხუთი N60 მაჟორიტარული ოლქი: ნინო წილოსანი (ქართული ოცნება) – 74,76% და აკაკი ჩხაიძე (დამოუკიდებელი კანდიდატი) – 25,24%.
ფოთის N61 მაჟორიტარული ოლქი: ბექა ბასილაია (ნაციონალური მოძრაობა) – 24,47% და ირაკლი ხახუბია (ქართული ოცნება) – 75,53%.
სენაკის N63 მაჟორიტარული ოლქი: კობა ნაყოფია (ნაციონალური მოძრაობა) – 24,7% და ირაკლი ბერაია (ქართული ოცნება) – 75,3%.
ხობის N64 მაჟორიტარული ოლქი: მამუკა ჭოხონელიძე (ნაციონალური მოძრაობა) – 29,28% და ირაკლი ბერაია (ქართული ოცნება) – 70,72%.
ზუგდიდის N65 მაჟორიტარული ოლქი: ლევან კონჯარია (ნაციონალური მოძრაობა) – 29,83% და მერაბ ქვარაია (ქართული ოცნება) – 70,17%.
ზუგდიდის N66 მაჟორიტარული ოლქი: სანდრა ელისდაბედ რულოვსი (ნაციონალური მოძრაობა) – 28,91% და ედიშერ თოლორაია (ქართული ოცნება) – 71,09%.
წალენჯიხის N 67 მაჟორიტარული ოლქი: ლევან ქარდავა (ნაციონალური მოძრაობა) – 31,44% და გოგა გულორდავა (ქართული ოცნება) – 68,56%.
ბათუმის N68 მაჟორიტარული ოლქი: მირდატ ქამადაძე (ნაციონალური მოძრაობა) – 31,87% და ფატი ხალვაში (ქართული ოცნება) – 68,13%.
ბათუმის N69 მაჟორიტარული ოლქი: გიორგი კირთაძე (ნაციონალური მოძრაობა) – 30,78% და ლევან ბეჟანიძე (ქართული ოცნება) – 69,22%.
ბათუმის N70 მაჟორიტარული ოლქი: თეიმურაზ დუმბაძე (ნაციონალური მოძრაობა) – 28,72% და მუხრან ვახტანგაძე (ქართული ოცნება) – 71,28%.
ქობულეთის N71 მაჟორიტარული ოლქი: ჯანსუღ ჯინჭარაძე (ნაციონალური მოძრაობა) – 28,68% და კობა ნაკაიძე (ქართული ოცნება) – 71,32%.
ხელვაჩაურის N72 მაჟორიტარული ოლქი: მიშა ბოლქვაძე (ნაციონალური მოძრაობა) – 27,85% და ილია ნაკაშიძე (ქართული ოცნება) – 72,15%.