ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა: საქართველოში არჩევნები მშვიდობიან გარემოში ჩატარდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობა
საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საერთაშორისო დამკვირვებლები თვლიან, რომ საარჩევნო კომისიის მუშაობაში პროგრესი შეინიშნება.

თბილისი, 31 ოქტომბერი— Sputnik. საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური კონკურენტუნარიან და მშვიდობიან გარემოში მიმდინარეობდა, განაცხადა პრესკონფერენციაზე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარემ ხოსე იგნასიო სანჩეს ამორმა.

გუშინ საქართველოში 73-დან 50 ერთმანდატიან ოლქში არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. თითოეულ ოლქში სადეპუტატო სავარძლებისთვის ორ-ორი კანდიდატი იბრძოდა, რომლებმაც 8 ოქტომბერს ჩატარებულ პირველ ტურში ხმათა უმრავლესობა მიიღეს. 

"არჩევნების მეორე ტური კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარდა. წინა არჩევნებთან შედარებით შეინიშნებოდა პროგრესი, განსაკუთრებით ეს საარჩევნო კომისიის მუშაობას ეხება", – განაცხადა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელმა. 

პარლამენტის თავმჯდომარე - Sputnik საქართველო
გავთავისუფლდეთ!.. ანუ შემოდგომის ვარსკვლავთცვენა...

ახლა მთავარი ყურადღება კომისიაში შემოსულ საჩივრებს უნდა დაეთმოს, რომლებიც, ძირითადად, საპროცედურო ხასიათის იყო, დაამატა მან.

"ყველა შემთხვევა სათანადოდ უნდა იქნას შესწავლილი. მთლიანობაში, არჩევნები მშვიდობიან გარემოში ჩატარდა. ამ დროისთვის არსებული მონაცემების თანახმად, ერთმა პარტიამ უმრავლესობა მოიპოვა, რის გამოც ხელისუფლებას დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება", — აღნიშნა სანჩეს ამორმა.

8 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგად დაფიქსირდა სერიოზული დარღვევები, რასთან დაკავშირებითაც ოთხ საარჩევნო უბანზე ცესკომ გააუქმა კენჭისყრის შედეგები. შედეგად, ზუგდიდის საარჩევნო ოლქის სოფელ ჯიხაშკარსა და განმუხურში 39-ე, 79-ე და 108-ე უბნებზე 22 ოქტომბერს მაჟორიტარული და პროპორციული სისტემით განმეორებითი არჩევნები ჩატრადა, ხოლო მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში, N48 საარჩევნო უბანზე —  მხოლოდ მაჟორიტარული სისტემით.

ცესკოს წინასწარი მონაცემების თანახმად, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგად "ქართული ოცნების" კანდიდატებმა 50-დან 48 ერთმანდატიან ოლქში გამარჯვება მოიპოვეს. 

საპარლამენტო არჩევნები - Sputnik საქართველო
საია: არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩატარდა

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში შერეული სისტემით ტარდება: 77 დეპუტატი პარტიული სიებით აირჩევა (პროპორციული სისტემით), 73 კი — ერთმანდატიანი ოლქების მიხედვით (მაჟორიტარული სისტემით).

სულ საქართველოს პარლამენტში 150 ადგილია. ცესკოს საბოლოო მონაცემების მიხედვით, მმართველმა პარტიამ "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო" პროპორციული სისტემით ხმათა 48,68% მიიღო (44 მანდატი), "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" – 27,11% (27 მანდატი), ბლოკმა "დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია" – 5,01% (6 მანდატი). შესაბამისად, წინასწარი მონაცემების მიხედვით, არჩევნების ორივე ტურის შედეგების თანახმად, მმართველმა პარტიამ საქართველოს პარლამენტში 115 ადგილი და კონსტიტუციის შეცვლის საშუალება მიიღო.

ყველა ახალი ამბავი
0