ვითარება სარფის საბაჟოზე: საქართველოს საგარეო უწყების გაფრთხილება

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს პასპორტი
საქართველოს პასპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო-თურქეთის საზღვარზე კომპიუტერული პროგრამის ხარვეზის გამო საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც საზღვარი საზღვარგარეთის პასპორტებით გადაკვეთეს და არა ელექტრონული პირადობის მოწმობით, სამშობლოში დაბრუნება უფრო გაუადვილდებათ.

თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სარფის საბაჟოზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

სარფის საბაჟოზე ხუთშაბათიდან რიგებია, რადგან თურქი მესაზღვრეები ადამიანთა მხოლოდ მცირე რაოდენობის გატარებას ასწრებენ. მებაჟეები უცხოელების დოკუმენტების შემოწმებას კომპიუტერულ სისტემაში არსებული პრობლემების გამო ვერ ახერხებენ. ეს პრობლემა საპასპორტო კონტროლის სისტემის ე.წ. POL NET-ის გამორთვამ გამოიწვია და ვრცელდება არა მხოლოდ სარფის საბაჟო პუნქტზე, არამედ თურქეთის ყველა დანარჩენ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზეც, აღნიშნავს საქართველოს საგარეო უწყება.

სარფის საბაჟო - Sputnik საქართველო
თურქეთი სარფის საბაჟოზე პრობლემის მოგვარებას ცდილობს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აფრთხილებს საქართველოს მოქალაქეებს, რომ მათთვის, ვინც თურქეთის საზღვარი გადაკვეთა პასპორტით, რომელშიც დატანილია საზღვრის კვეთის შტამპი და ფიქსირდება შესვლის თარიღი, თურქეთიდან საზღვრის გადმოკვეთა საქართველოს მიმართულებით უფრო მარტივად ხორციელდება, ვიდრე საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ქვეყანაში შესული არიან ID ბარათის საფუძველზე.

საგარეო უწყება ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეები თურქეთში იმ შემთხვევაში მოხვდებიან, თუ მათ თურქეთში ბინადრობის უფლება აქვთ.

აუცილებლობის შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს გენერალური საკონსულოს „ცხელ ხაზს“ ტრაპიზონში — +905413262226.
ასევე ფუნქციონირებს საქართველოს საგარეო საქმეთა საკონსულო დეპარტამენტის „ცხელი ხაზი“ — +995322945050.

გარდა ამისა, საბაჟოზე იმყოფება ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს წარმომადგენელი.

სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტი - Sputnik საქართველო
სიტუაცია "სარფში": საქართველო-თურქეთის საზღვარზე ისევ რიგებია

ამჟამად პრობლემის აღმოსაფხვრელად ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა როდის გამოსწორდება ხარვეზი, უცნობია.

საქართველოს მოქალაქეებს თურქეთთან საზღვრის გადაკვეთა შეუძლიათ როგორც საზღვარგარეთის პასპორტის, ისე პირადობის ელექტრონული დამადასტურებელი მოწმობის მეშვეობით.

ყველა ახალი ამბავი
0