თურქეთი სარფის საბაჟოზე პრობლემის მოგვარებას ცდილობს

© Sputnik / Denis Aslanovსარფის საბაჟო
სარფის საბაჟო - Sputnik საქართველო
გამოწერა
თურქეთის კონსულმა განმარტა, რომ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე საშვების პრობლემა კომპიუტერული სისტემის გაუმართაობის ბრალია.

თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. თურქეთი და საქართველო „სარფის“ საბაჟოზე პრობლემის მოგვარებას ერთობლივი ძალებით ცდილობენ, განუცხადა ჟურნალისტებს თურქეთის კონსულმა იასინ თემიქანმა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.

საბაჟო–გამშვებ პუნქტ „სარფზე" დილიდან რიგებია იმის გამო, რომ თურქი მესაზღვრეები მხოლოდ ადამიანთა მცირე რაოდენობის გატარებას ახერხებენ. თურქი მებაჟეები ვერ ამოწმებენ უცხოელების დოკუმენტებს, რადგან ახალ პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნათ.

„როგორც საქართველო, ასევე თურქეთის მხარე ერთობლივი ძალებით ვცდილობთ ამ პრობლემის მოგვარებას. არის ტექნიკური ხარვეზები, რის გამოც ჯერ უცნობია, როდის გადაწყდება ეს საკითხი, იქნება ეს ერთ თუ რამდენიმე საათში. პრობლემა კომპიუტერული სისტემის ხარვეზმა გამოიწვია“, — განაცხადა კონსულმა, რომელიც პარასკევს სარფის საბაჟოს ეწვია.

სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი - Sputnik საქართველო
საქართველოს ათობით მოქალაქე თურქეთთან საზღვარზე გადასვლას ვერ ახერხებს

საქართველო-თურქეთის საზღვარზე ასევე იმყოფებოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე.

„პრობლემა მხოლოდ სარფის საბაჟო პუნქტს არ ეხება. ანალოგიური პრობლემები არის ყველა საზღვარზე, მათ შორის საერთაშორისო აეროპორტებში. ეს არის თურქეთის მთელ ტერიტორიაზე არსებული სისტემური პრობლემა, რომელიც, სავარაუდოდ, სწრაფად მოგვარდება“, – განაცხადა პატარაძემ.

ყველა ახალი ამბავი
0