არჩევნები საქართველოში, მეორე ტური: როგორია პარტიების შანსები

© Sputnik / Levan Avlabreliცესკო
ცესკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო არჩევნების რეჟიმში ცხოვრებას განაგრძობს. კვირას, 30 ოქტომბერს, 73 ერთმანდატიანი ოლქიდან 50-ში კენჭისყრის მეორე ტური გაიმართება. ამჯერად საქართველოს მოქალაქეები საქართველოს პარლამენტის მხოლოდ მაჟორიტარ დეპუტატებს აირჩევენ.

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობენ არა პარტიები, არამედ მათი კონკრეტული კანდიდატები, რომლებმაც დეპუტატობის მანდატის მოსაპოვებლად თავიანთ საარჩევნო ოლქებში ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობა უნდა მიიღონ.

პრინციპში, თუ როგორი იქნება 2016-2020 წლის მოწვევის პარლამენტი, უკვე ცნობილია. იგი მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებისგან დაკომპლექტდება. 

ცესკო - Sputnik საქართველო
ცესკო არჩევნების მეორე ტურის ჩასატარებლად მზადაა

კითხვა მხოლოდ იმაში მდგომარეობს, ძირითად კონკურენტებს შორის თუ როგორ გადანაწილდება პარლამენტში დარჩენილი ადგილები.

„პატრიოტთა ალიანსის“ მიერ 5%-იანი ბარიერის გადალახვა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მთავარ სენსაციად იქცა. განსხვავებული ეროვნული შეხედულებების მქონე ბლოკმა არჩევნებზე შეძლო ბევრი ისეთი პარტიის უკან ჩამოტოვება, რომელთაც ექსპერტები სხვადასხვა კვლევების შედეგები პარლამენტში შესვლას უწინასწარმეტყველებდნენ.

რას გადაწყვეტს არჩევნები

არჩევნების მეორე ტური არსებითად ვერ შეცვლის ახალი პარლამენტში სურათს. ერთადერთი კითხვაა — რამდენად დიდი იქნება „ქართული ოცნების“ ძალაუფლება. „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში 67 ადგილი უკვე მოპოვებული აქვს. იმისთვის, რომ მმართველი პარტიის სტატუსი შეინარჩუნოს, მან, მინიმუმ, ცხრა ადგილი უნდა მოიპოვოს.

თუმცა, „ქართულ ოცნებას“ უფრო დიდი მიზნები აქვს — მას საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება, ანუ საკანონმდებლო ორგანოში 113 ადგილის დაკავება სურს. ამისთვის მმართველი პარტიის კანდიდატებმა 46 საარჩევნო ოლქში უნდა გაიმარჯვონ.  

ლევან ვარშალომიძე - Sputnik საქართველო
ენმ-მ აჭარაში არჩევნებზე მომხდარ დარღვევებთან დაკავშირებით საჩივარი მოამზადა

საკონსტიტუციო უმრავლესობა მმართველ პარტიას უფლებას აძლევს არამარტო თავისი სურვილისამებრ შეცვალოს ქვეყნის კონსტიტუცია, არამედ სრული ზეგავლენის სადავეები მოიპოვოს საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებაზე.

„ნაციონალური მოძრაობის“ ფაქტორი

ეს არჩევნები ასევე გასცემს პასუხს კითხვაზე — საქართველოში აქვს თუ არა რეალური მხარდაჭერა ყოფილ მმართველ პარტიასა და მათ ლიდერს, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. 50 საარჩევნო ოლქიდან 47-ში „ქართული ოცნების“ ერთადერთი კონკურენტი სწორედ „ნაცმოძრაობაა“. პირველი ტურის შედეგების გათვალისწინებით, მიხეილ სააკაშვილის პარტიას რეალური გამარჯვების შანსი ორ ოლქში — მარნეულსა (აკმამედ იმამკულიევი) და ახალციხეში (ვაჟა ჩიტიშვილი) აქვს.

დანარჩენ ოლქებში გასამარჯვებლად „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ სერიოზული ბრძოლა მოუწევს. პარტიამ უკვე შეიმუშავა სამოქმედო გეგმა — „+1“. ამ ფორმულის თანახმად პარტიის მხარდამჭერებმა არჩევნებზე დამატებით ერთი ადამიანი უნდა მიიყვანოს, რომელიც ხმას ამ პარტიას მისცემს. 

წვიმა - Sputnik საქართველო
ამინდი არჩევნების მეორე ტურის დღეს - მოსალოდნელია წვიმა და ძლიერი ქარი

„მოჩვენებები“ არჩევნებზე

საქართველოში ბოლო პოლიტიკური მოვლენები ისე წარიმართა, რომ ორ საარჩევნო ოლქში მმართველი პარტიის კონკურენტები „პოლიტიკური მოჩვენებები“ იქნებიან. საქმე იმაშია, რომ გორში ოპოზიციურმა კანდიდატმა — თავდაცვის ექს-მინისტრმა ირაკლი ალასანიამ და ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა სანდრა რულოვსმა უარი თქვეს მეორე ტურში მონაწილეობაზე, თუმცა მათი სახელები საარჩევნო ბიულეტენში მაინც იქნება. თუ ისინი ხმების უმრავლესობას მოიპოვებენ, მათ მოუწევთ ოფიციალურად განაცხადონ უარი დეპუტატობაზე, რის შემდეგაც  ამ ოლქებში განმეორებითი არჩევნები დაინიშნება. 


 

ყველა ახალი ამბავი
0