ენმ-მ აჭარაში არჩევნებზე მომხდარ დარღვევებთან დაკავშირებით საჩივარი მოამზადა

© FB/ Леван Варшаломидзеლევან ვარშალომიძე
ლევან ვარშალომიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიციური პარტიის აჭარის ორგანიზაციის ლიდერმა ლევან ვარშალომიძემ აღშფოთება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებზე პროკურატურის მხრიდან ჯერ არანაირი რეაგირება არ ყოფილა.

თბილისი, 27 ოქტომბერი– Sputnik. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე მომხდარ დარღვევებთან დაკავშირებით ყოფილი მმართველი პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საქართველოს პროკურატურაში საჩივრის შეტანას აპირებს.

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების საქართველოს საპარლამენტო არჩევნების პარალელურად 8 ოქტომბერს ჩატარდა. რამოდენიმე ხნის შემდეგ  "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა ვიდეოჩანაწერების გამოქვეყნება დაიწყეს, რომლებიც არჩევნებზე მომხდარ დარღვევებს ასახავს. ვიდეომასალის ავტენტურობას გამოძიება დაადგენს.

 "მე და ჩემმა გუნდმა, გავასაჯაროეთ, არა ერთი ვიდეო ფაილი, რომელიც არჩევნების დღეს უბნებზეა გადაღებული და კადრებში აღმოჩენილ იქნა, უამრავი დარღვევა, გაყალბების ფაქტები და დანაშაულის შემცველი ქმედებები. გასაჯაროებულ კადრებში, არსებობს რამოდენიმე ფაქტი, რომლითაც პროკურატურა, ჩვენი საჩივრის გარეშეც უნდა დაინტერესებულიყო, თუმცა მათი მხრიდან არანაირი რეაგირება არ ყოფილა",- აცხადებს ვარშალომიძე.

ვიდეოჩანაწერების გარდა, საჩივარში წარმოდგენილია ფაქტები, რომელთა დადასტურება შესაძლებელია საოლქო კომისიებში შენახული დოკუმენტების მეშვეობით, აღნიშნა ოპოზიციონერმა, რომელიც წარსულში აჭარის მთავრობას ხელმძღვანელობდა.

ლევან ვარშალომიძე - Sputnik საქართველო
ლევან ვარშალომიძე: ენმ აჭარაში არჩევნების შედეგებს გაასაჩივრებს

არჩევნების შედეგების თანახმად, აჭარის უმაღლეს საბჭოში პროპორციული სისტემის მიხედვით (პარტიული სიებით) ადგილები შემდეგნაირად განაწილდა: მმართველი პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო"-8, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"-5, "ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობა" და "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი"- თითო-თითო ადგილი.

რაც შეეხება მაჟორიტარულ სისტემას, აჭარის უმაღლეს საბჭოში ექვსისვე ერთმანდატიან ოლქში, სადაც ვერც ერთმა კანდიდატმა 50%-ზე მეტი ხმა ვერ დააგროვა, არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ჩატარდება. ყველა შემთხვევაში ადგილებისათვის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და "ქართული ოცნების" წარმომადგენლები იბრძოლებენ.


ყველა ახალი ამბავი
0