ცესკო არჩევნების მეორე ტურის ჩასატარებლად მზადაა

გამოწერა
50 საარჩევნო ოლქში საქართველოს მოქალაქეები ხმას მისცემენ მაჟორიტარ დეპუტატების კანდიდატებს. ოლქების უმეტესობაში ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება "ქართულ ოცნებასა" და "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" შორის მოუწევს.

თბილისი, 27 ოქტომბერი— Sputnik. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ქვეყანაში საპარლამენტო აჩევნების მეორე ტურის  ჩასატარებლად მზად არის, განაცხადა ხუთშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ.

საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს ჩატარდა. ერთმანდატიანი ოლქების უმეტესობაში (73-დან 50-ში) 30 ოქტომბერს მეორე ტური ჩატარდება, რადგან ვერც ერთმა კანდიდატმა ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტი ვერ დააგროვა. დანარჩენ 23 ოლქში გამარჯვება მმართველი პარტია "ქართული ოცნების" კანდიდატებმა მოიპოვეს.

„საარჩევნო ადმინისტრაცია ყველასთვის ხელმისაწვდომ გარემოში მეორე ტურის სრულფასოვნად ჩასატარებლად მზად არის. თავისი ძირითადი საქმიანობა საარჩევნო ადმინისტრაციამ უკვე განახორციელა. ახლა იბეჭდება შესაბამისი დოკუმენტაცია, საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის მიმდინარეობს ინვენტარის გადაცემა, რომლებიც, თავის მხრივ, გადასცემენ ინვენტარსა და დოკუმენტაციას რაიონულ საარჩევნო კომისიებს", – განაცხადა მიქელაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში.

იენეს სტოლტენბერგი ნატოს სამიტზე ვარშავაში - Sputnik საქართველო
ნატოს გენერალური მდივანი კმაყოფილია საქართველოში ჩატარებული არჩევნებით

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში შერეული სისტემით ტარდება: 77 დეპუტატი პარტიული სიებით აირჩევა (პროპორციული სისტემით), 73 კი — ერთმანდატიან ოლქებში (მაჟორიტარული სისტემით). სულ საქართველოს პარლამენტში 150 ადგილია. 

ცესკოს საბოლოო მონაცემების მიხედვით, მმართველმა პარტიამ "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო" პროპორციული სისტემით ხმათა 48,68% მიიღო (44 მანდატი), "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" – 27,11% (27 მანდატი), ბლოკმა "დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია" – 5,01% (6 მანდატი).

ყველა ახალი ამბავი
0