შსს ახალციხის რაიონში ოპოზიციონერზე თავდასხმას იძიებს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ თავდასხმაში სამცხე-ჯავახეთის რეგიონის გუბერნატორი მონაწილეობდა.

თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ახალციხის რაიონში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (ენმ) წევრ ნიკოლოზ ხიზაძეზე თავდასხმის საქმის გამოძიებას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს, განუცხადა ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა.

ხიზაძის განცხადებით, მას ხუთშაბათს სოფელ ურაველთან დაესხნენ თავს. მას სურდა, ვიდეოკამერით გადაეღო ავტომობილი, რომელიც ახალციხეში „ნაცმოძრაობის“ დეპუტატობის კანდიდატს ვაჟა ჩიტაშვილს უთვალთვალებდა. უცნობმა პირებმა მას ვიდეოკამერა წაართვეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ხიზაძე ამტკიცებს, რომ ინციდენტში რეგიონის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძეც მონაწილეობდა.

„საქმე დაწყებულია 178-ე მუხლის პირველი ნაწილით („ძარცვა“), დაზარალებულმა მისცა ჩვენება და, რაც ვიცი, შემთხვევის ადგილის დათვალიერება იყო დაგეგმილი ამ დილით. ამ გამოძიებას განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სიმართლე დავადგინოთ“, — განაცხადა ხუციშვილმა.

ცესკო - Sputnik საქართველო
ცესკო არჩევნების მეორე ტურის ჩასატარებლად მზადაა

მიუხედავად იმისა, რომ ხიზაძე და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წევრები, რომლებიც მომხდარის მოწმეები იყვნენ, ამტკიცებენ, რომ თავდასხმაში რეგიონის გუბერნატორი მონაწილეობდა, მაჭუტაძე ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს. მან განაცხადა, რომ ინციდენტის დროს სამუშაო ადგილზე, თავის კაბინეტში იმყოფებოდა.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მომხდარს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს უკავშირებენ, რომელიც 30 ოქტომბერს არის დანიშნული.

„რა თქმა უნდა, წინა ხელისუფლების პირობებში წინასაარჩევნო პერიოდში დარღვევები ხდებოდა. მაგრამ მსგავსს ვერც კი წარმოვიდგენდი. ესაა ამგვარი მეთოდებით ტოტალური შიშის დანერგვა… მიზანი ერთია — ამ ადამიანებს ვერ წარმოუდგენიათ წაგება და გამარჯვება დაშინების გარეშე“, — განუცხადა საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზიას“ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა დავით დარჩიაშვილმა.

ლევან ვარშალომიძე - Sputnik საქართველო
ენმ-მ აჭარაში არჩევნებზე მომხდარ დარღვევებთან დაკავშირებით საჩივარი მოამზადა

პროპორციული არჩევნების შედეგებით, „ქართული ოცნება — დემოკრატიულ საქართველოს“ ხმათა 48,67% აქვს, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას — 27,11%, ხოლო ბლოკს „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი — საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“ – 5,01%.

არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება იმ 50 ერთმანდატიან ოლქში, სადაც ვერც ერთმა კანდიდატმა ხმათა 50%-ზე მეტის აღება ვერ შეძლო.

ყველა ახალი ამბავი
0