ზურაბ ტყემალაძე: გადავწყვიტე ასპარეზი ახალგაზრდებს დავუთმო

© თ. ჩოჩუაზურაბ ტყემალაძე
ზურაბ ტყემალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორ აფასებს ჯერ კიდევ მიმდინარე არჩევნებს, რამ განაპირობა მათი პარტიის მარცხი არჩევნების პირველ ტურში და რას ნიშნავს აქტიური პოლიტიკიდან წასვლა - ამ და სხვა საინტერესო თემებზე Sputnik-ის კორესპონდენტს ესაუბრება მოქმედი პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზურაბ ტყემალაძე.

– ბატონო ზურაბ, რა შეფასებას მისცემთ მიმდინარე არჩევნებს, რამდენად დემოკრატიულად მიმდინარეობს და რა ხარვეზებს ხედავთ?

— არჩევნების შეფასება, როგორც წესი, ხდება მისი დასრულების შემდეგ. წინ მეორე ტურია, ამიტომ ვისაუბრებ მხოლოდ პირველ ტურზე. მისასალმებელია, რომ სერიოზულ ექსცესებს ადგილი არ ჰქონია, მარნეულის ინციდენტი საერთო ფონზე გავლენას ვერ მოახდენს. ამდენად, ვფიქრობ, პროცესი დამაკმაყოფილებლად წარიმართა. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ბლოკისთვის – არასასიამოვნოდ. შორს ვარ იმ აზრისგან, ამაში ვინმეს ბრალეულობა ვეძებო. ჩვენ გვყავდა დამკვირვებლები ყველა უბანზე და, თუ მათ ჩვენი ხმები ვერ დაიცვეს, გამოდის, რომ არასწორად შეგვირჩევია, ხოლო თუ დასაცავიც არაფერი იყო, მაგ შემთხვევაშიც სხვას ვერ დავადანაშაულებ. ე.ი. ცუდად გვიმუშავია, ვერ დავაინტერესეთ ამომრჩეველი, ვერ მოვიგეთ მათი გულები. არის ერთი კარგი გამოთქმა – ჩხუბის შემდეგ მუშტებს არ იქნევენო. წარუმატებლობის მიზეზები საკუთარ თავში უნდა ვეძიოთ. ცხოვრება ამ არჩევნებით არ მთავრდება, წინ კიდევ ბევრი და საინტერესო მოვლენები გველის და, იმედია, ამ გამოწვევებისთვის უკეთ მოვემზადებით. თუმცა, უნდა გითხრათ, რომ მეორე ტურში ერთი ჩვენი კანდიდატი იბრძოლებს – ბატონი სიმონ ნოზაძე პირველი ტურის შემდეგ ამარცხებს კონკურენტს და ჩვენ იმედი გვაქვს, მეორე ტურიც ანალოგიურ შედეგს დააფიქსირებს. ამ დღეებში გავრცელდა კადრები, სადაც ნათლად ჩანს, როგორ ერევიან საარჩევნო პროცესში ხაშურის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, კერძოდ, გამგებლის მოადგილე; რაც დაუშვებლად მიმაჩნია, რადგან ეს სერიოზული კანონდარღვევაა. უკვე ინფორმირებულია უწყებათაშორისი კომისია, თუ არ ვცდები, ხვალ არის ჩანიშნული ამ საკითხზე მოსმენა და ცესკოც სერიოზულად სწავლობს საკითხს. იმედია, მსგავს ქმედებებს ადგილი აღარ ექნება და მეორე ტურიც უკონფლიქტოდ ჩაივლის.

პარლამენტის დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე - Sputnik საქართველო
დიმიტრი ლორთქიფანიძე: ეს არჩევნები დემოკრატიულად ვერ ჩაითვლება!

– პირველი ტურის დასრულებისთანავე თქვენ განაცხადეთ, რომ აქტიური პოლიტიკიდან მიდიხართ, ეს გადაწყვეტილება საბოლოოა?

— რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება ცხელ გულზე არ მიმიღია, ვიგულისხმე, რომ რადგან პარლამენტის წევრი აღარ ვიქნები, ისე აქტიურად ვერ ჩავერევი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. მომავალ წელს პარტიის ყრილობაა დაგეგმილი, მოგეხსენებათ, ვარ პარტიის მოქმედი თავმჯდომარე, გადაწყვეტილი მაქვს დავტოვო ეს პოსტი და ასპარეზი ახალგაზრდებს დავუთმო. აი, ეს ვიგულისხმე აქტიური პოლიტიკიდან წასვლაში. ისე, ვრჩები პოლიტიკაში, მაგრამ უკვე როგორც რიგითი ჯარისკაცი.

აკაკი ასათიანი - Sputnik საქართველო
აკაკი ასათიანი: „ოცნება“ ვეღარ იწუწუნებს, ხელს გვიშლიდნენ და ვერ მოვახერხეთო

– ბოლო ხანს გაისმის მოწოდებები, რომ ამომრჩეველმა ხმა არ მისცეს „ქართულ ოცნებას“, რათა საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლონ. როგორ ფიქრობთ, რამდენად სახიფათოა ეს ქვეყნისთვის?

— ხიფათი შეიძლება იყოს უმრავლესობის მოპოვებაშიც და ვერმოპოვებაშიც. მთავარია, ვინ როგორ გამოიყენებს ამ უმრავლესობას. თუ ისე, როგორც ამას „ნაციონალები“ აკეთებდნენ, ძალიან სახიფათოა. მე არ მგონია, „ოცნებამ“ ქვეყნის საზიანო კანონები და ცვლილებები განახორციელოს. ჯერაც მოქმედი პარლამენტის ცხოვრებიდან მოვიყვან ერთ მაგალითს: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2011 წელს მიიღო კანონი, რომელიც ანტიკონსტიტუციური გახლდათ. გახსოვთ, ალბათ, გიგი უგულავას გამოშვება ციხიდან და მერე ისევ დაპატიმრება. საქმე ის იყო, რომ უგულავა ზუსტად იმ ანტიკონსტიტუციური მუხლით იყო მსჯავრდებული, რომელიც იმავე „ნაციონალებმა“ გაასაჩივრეს და სასამართლომაც, ბუნებრივია, დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა. ასე რომ, ყველაფერი დამოკიდებულია იმ სუბიექტის კეთილსინდისიერებაზე და ქვეყნის ინტერესებისთვის სასარგებლო ქმედებებზე, რომლის ხელშიც აღმოჩნდება საკონსტიტუციო უმრავლესობა. 

თენგიზ ჩოჩუა

ყველა ახალი ამბავი
0