დიმიტრი ლორთქიფანიძე: ეს არჩევნები დემოკრატიულად ვერ ჩაითვლება!

© თ. ჩოჩუაპარლამენტის დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე
პარლამენტის დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
2016 წლის არჩევნებისადმი ნეგატიურად განწყობილ საარჩევნო სუბიექტებს შორის, ყველაზე აქტიური, სამართლებრივი ბრძოლის თვალსაზრისით, „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ გახლავთ. „Sputnik“-ის კორესპონდენტს ესაუბრება პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ლორთქიფანიძე.

-ბატონო დიმიტრი! თქვენი პარტია 2016 წლის არჩევნებს დემოკრატიულობის ხარისხს უწუნებს, რა არგუმენტები გაქვთ?

— დემოკრატიული არჩევნების სინონიმი გახლავთ გამჭვირვალე, სამართლიანი პროცესი. ამისთვის კი აუცილებელია პროცედურის დემოკრატიულობის მინიმალური სტანდარტების დაცვა, როდესაც მოქმედებს პრინციპი: ერთი ამომრჩეველი-ერთი ხმა. ეს არჩევნები, ყველა ადრინდელისგან განსხვავდებოდა. არ ვამბობ, რომ საარჩევნო სისტემა ახლა დაბინძურდა, უკვე დიდი ხანია ასეა. ამომრჩევლის მოსყიდვა, შანტაჟი, მუქარა ჩვეულებრივი ამბავი იყო მუდამ. ახლანდელი არჩევნები განსაკუთრებულია იმიტომ, რომ ღია ტერორი არ ყოფილა. მაგრამ იყო ფარული გარიგების ფაქტები „ნაცმოძრაობასა“ და „ოცნებას“ შორის, რაც, ხშირ შემთხვევაში, წარმატებით ხორციელდებოდა. ჩვენ ვცდილობდით, ხმამაღლა გვეყვირა და საზოგადოებამდე მიგვეტანა ჩვენი ხმა, რომ უპრეცენდენტოდ დიდი რაოდენობის ბიულეტენები ბათილდებოდა, ძირითადად, რეგიონებში.

პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების“ ლიდერი კონსტანტინე გამსახურდია - Sputnik საქართველო
კონსტანტინე გამსახურდია: 2016 წლის არჩევნები ორი პარტიის ძიძგილაობად გადაიქცა!

მაგალითად, მე-15 საარჩევნო ოლქში, სოფელ კაბალში ბათილად ცნეს ბიულეტენების 8,9%, რაც გაუგონრად დიდი ციფრია. შევიტანეთ 300-ზე მეტი საჩივარი, თუმცა არცერთი მათგანი, ამას ხაზგასმით ვამბობ, არა თუ სრულად, ნაწილობრივადაც არ დაკმაყოფილებულა. განსაკუთრებით ხშირი იყო ბიულეტენების მეტობა ხელმოწერებთან შედარებით. ჩვენ არ მოვითხოვთ უბნების ბათილად ცნობას, რადგან ვუფრთხილდებით „პატრიოტთა ალიანსის“ ხმებს, არ გვინდა ისინი დაზარალდნენ. უბრალოდ, ვითხოვთ ხმების გადათვლას და სამართლიანობის აღდგენას, რომ ვიცოდეთ, რეალურად რამდენი ხმა ავიღეთ. და თუ აღმოჩნდება, რომ ვცდებით, მაშინ საჯაროდ მოვიხდით ბოდიშს.

პარლამენტის დეპუტატი გიორგი ვოლსკი - Sputnik საქართველო
გიორგი ვოლსკი: „ქართული ოცნება“ კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგებას არ აპირებს

ეს არჩევნები ვერ ჩაითვლება დემოკრატიულად. ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ არ გააპროტესტეს შედეგები „თავისუფალმა დემოკრატებმა“, რომლებსაც 6000 ხმა დააკლდათ ბარიერის გადალახვამდე. პარტიის ლიდერშიფმა რატომღაც გუნდის დატოვება არჩია. შეტანილი სარჩელების 30% მოდის ჩვენს პარტიაზე, 50% არასამთავრობო ორგანიზაციებზე, ხოლო დანარჩენი გადანაწილდა დარჩენილ 24 პოლიტიკურ სუბიექტზე.

-თქვენ გარიგება ახსენეთ…

— აშკარა გარიგება იყო „ნაციონალებსა“ და „ოცნებას“ შორის. ეს იყო წინასწარ შეთანხმებული სქემა, რომ ე. წ. რუსული ნარატივის გაქრობით მოეხდინათ პოლიტიკური სივრცის გაყოფა არჩევანისა და არადანის პრინციპით. „ოცნება“ რჩება ხელისუფლებაში, მაგრამ მათ რიგებში შემოდიან ადამიანები, რომლებიც წლების მანძილზე იყვნენ აფილირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“. მაგალითად, „საიას“ ყოფილი თავმჯდომარე, ქალბატონი თამარ ჩუგოშვილი. რა მნიშვნელობა აქვს, რომელი მათგანის რიგებში შეაღწევს პარლამენტში? ასეთები საკმაოდ არიან და მათი ნეოლიბერალური ღირებულებები, უთუოდ, მოახდენენ გავლენას. ის, რასაც სააკაშვილი აკეთებდა ტერორით, დაშინებით, აგრესიით, დღეს მოხდა დიდი ფულით. ეს არჩევნები არის ნაყიდი!

კობა კობალაძე - Sputnik საქართველო
კობა კობალაძე: „ქართულ ოცნებაში“ ძალაუფლებას მოწყურებული ადამიანები არ არიან

- ამჟამად მიმდინარეობს კამპანია, რათა მეორე ტურში მმართველმა პარტიამ ვერ მოიპოვოს კონსტიტუციური უმრავლესობისთვის მანდატების საჭირო რაოდენობა. როგორია თქვენი პარტიის პოზიცია?

— „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“, მისი ლიდერები და ყველა წევრი ვდგავართ ერთ პოზიციაზე და მიგვაჩნია, რომ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ხმის მიცემა, თავისთავად, არის უზნეობა, გამომდინარე იქიდან, რომ, თუ ჩვენ ვხაზავთ ნომერ 5-ს, ამით ხმას ვაძლევთ იმ დანაშაულებრივ სინდიკატს, რომელმაც მმართველობისას ჩაიდინა დანაშაული საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის წინააღმდეგ. რაიმე ნიშნით, ნებისმიერი გამართლებით მათთვის ხმის მიცემა არის აბსოლუტური უზნეობა. ძალიან მიკვირს, როგორ მოახერხა „ქართულმა ოცნებამ“, რომ პარტიამ, რომელსაც პოლიტიკური პულსიც კი არ ესინჯებოდა სანდოობის თვალსაზრისით, ხმების 27% მოიპოვა. და დღეს „ოცნებამ“ თავადაც სათუო გაიხადა მეორე ტურში გამარჯვება.

თენგიზ ჩოჩუა


ყველა ახალი ამბავი
0