ბრიუსელში საქართველო-ნატოს კომისიის სხდომა გაიმართა

© photo: Sputnik / Yuri Somov / გადასვლა მედიაბანკშინატოს შტაბ-ბინა ბრიუსელში
ნატოს შტაბ-ბინა ბრიუსელში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა საქართველოსთან შემდგომი თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს.

თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. ქართულმა მხარემ ბრიუსელში, ალიანსის შტაბ-ბინაში საქართველო-ნატოს კომისიის სხდომის მსვლელობისას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წარმომადგენლებს ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები გააცნო.

სხდომა ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების სამიტის პარალელურად გაიმართა, აღნიშნულია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

გიორგი კვირიკაშვილი და იენს სტოლტენბერგი - Sputnik საქართველო
კვირიკაშვილი: ნატო მხარს უჭერს საქართველოს

ნატოს მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებმა აღნიშნეს სტრატეგიული კომუნიკაციების მნიშვნელობა სამხრეთ კავკასიაში არსებული გამოწვევების ფონზე და თბილისის ძალისხმევა ამ მიმართულებით დადებითად შეაფასეს. მათ საქართველოსთან შემდგომი თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.

საქართველო-ნატოს კომისიის სხდომას ნატოს თანამშრომლობის, პარტნიორობისა და ინტეგრაციის დირექტორატის ხელმძღვანელი იაროსლავ სკონიეჩკა თავმჯდომარეობდა. ქართულ მხარეს კომისიაზე წარმოადგენდა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე მარიამ რაქვიაშვილი.

საარჩევნო უბნები - Sputnik საქართველო
ნატოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს დადებითად აფასებს

საქართველო-ნატოს კომისიის შექმნის გადაწყვეტილება 2008 წლის 19 აგვისტოს მიიღეს, ხოლო მემორანდუმს კომისიის შექმნის შესახებ ხელი იმავე წლის სექტემბერში მოეწერა. მაშინ გაიმართა პირველი სხდომაც.

საქართველოსა და ნატოს ინსტიტუციური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ მონაწილე გახდა. 2004 წლიდან საქართველო-ნატოს თანამშრომლობა ინტენსიურ ფაზაში შევიდა.

2014 წლის სექტემბერში უელსის სამიტზე საქართველოს წარედგინა ღონისძიებათა პაკეტი, რომელიც ალიანსში მის გაწევრიანების სწრაფვას უწყობს ხელს.

ყველა ახალი ამბავი
0