მოკლული შენგელიას მამა მისი შვილის კრწანისის ბაზაზე ყოფნის მიზეზზე საუბრობს

© AP Photo / Shakh Aivazovკრწანისის სამხედრო ბაზა
კრწანისის სამხედრო ბაზა - Sputnik საქართველო
გამოწერა
კრწანისის სამხედრო ბაზის გუშაგის მიერ მოკლული 23 წლის გიგა შენგელიას მამა ამტკიცებს, რომ ინციდენტი ბაზის ფარგლებს გარეთ მოხდა.

თბილისი, 25 ოქტომბერი– Sputnik. გუშაგის მიერ მოკლული 23 წლის გიგა შენგელიას მამა ადასტურებს, რომ მისი შვილი ნამდვილად ცდილობდა მოხვედრილიყო წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერი ცენტრი „კრწანისის“ ტერიტორიაზე თავისი მეგობრის მონახულების მიზნით.

გამოძიების ინფორმაციით, 23 ოქტომბერს, დაახლოებით 03:30 საათზე „კრწანისის“ ტერიტორიაზე სამმა პირმა შეაღწია. ეს შენიშნა გუშაგმა, რომელმაც მათ ადგილის დატოვება მოსთხოვა, შემდეგ გახსნა ცეცხლი და ერთ-ერთი მოკლა. დანარჩენი ორი პიროვნება გაიქცა.

"მეგობართან მიდიოდნენ. ეს არც პირველი, არც მეორე შემთხვევა არ იყო. იქ, თურმე, თავისუფლად შესვლა და გამოსვლა შეიძლება. ბაზას არ იცავენ", – განაცხადა გიგა შენგელიას მამამ რომან შენგელიამ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში.

პრეზიდენტის სასახლე - Sputnik საქართველო
პრეზიდენტი გამოძიებას „კრწანისის“ ინციდენტზე ეჭვების გაქარწყლებისკენ მოუწოდებს

მან ასევე ეჭვქვეშ დააყენა გამოძიების მტკიცება იმის შესახებ, რომ ინციდენტი უშუალოდ „კრწანისის“ ტერიტორიაზე მოხდა. რომან შენგელია ამბობს, რომ მის შვილს ტყვია მაშინ მოხვდა, როდესაც ის ცენტრის ფარგლებს გარეთ იმყოფებოდა, და ის გალავნიდან 20 მეტრში დაეცა.

„იმ ბავშვებს ველაპარაკე, რომლებიც მასთან ერთად იყვნენ. ჩემი შვილი ღობეზე გადახტა და ტყვია მას ბაზის ფარგლებს გარეთ მოხვდა. ბაზიდან 20 მეტრში იპოვეს. ისინი კი აცხადებენ, რომ სხეული 90-100 მეტრში ნახეს", – აღნიშნა რომან შენგელიამ.

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, გიგა შენგელიას ცხედარი შემთხვევის ადგილიდან 97 მეტრში აღმოაჩინეს. შემთხვევის ადგილიდან გაზის პისტოლეტი, ფანარი, მობილური ტელეფონი და ავტომატის 5 მასრა ამოიღეს.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, იმ ღამეს გიგა შენგელიასთან ერთად მისი ძმა გიორგიც იმყოფებოდა. გამოძიებისათვის მისი ადგილსამყოფელი უცნობია. მამა აცხადებს, რომ ეს ტყუილია. რომან შენგელია ამტკიცებს, რომ ტელეფონი, რომელიც ადგილზე ნახეს, ნამდვილად გიორგი შენგელიას ეკუთვნის, თუმცა იმ ღამეს ის გიგას ჰქონდა.

რომან შენგელია საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტების ჩართვას გეგმას.

ლევან იზორია - Sputnik საქართველო
იზორია: „კრწანისის“ ცენტრის გუშაგმა კანონიერად გაისროლა

მომხდარს მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია იძიებს. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია მუხლით "გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა", რაც თავისუფლების შეზღუდვით 5 წლამდე ვადით ან თავისუფლების აღკვეთით 2-დან 4 წლამდე ვადით ისჯება.

"კრწანისის" ცენტრის ბაზაზე 2015 წლის აგვისტოში წვრთნებისა და შეფასებების ნატო-საქართველოს ერთობლივი ცენტრი (JTEC) გაიხსნა. ამჟამად იქ შტაბის შენობის მშენებლობა მიმდინარეობს.

საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ "კრწანისის" ცენტრზე თავდასხმას სახიფათო უწოდა და აღნიშნა, რომ ამ თემაზე საქართველოს მთავრობასთან ერთად აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებიც იმუშავებენ.

ყველა ახალი ამბავი
0