პრეზიდენტი გამოძიებას „კრწანისის“ ინციდენტზე ეჭვების გაქარწყლებისკენ მოუწოდებს

© Sputnik / Alexander Imedashviliპრეზიდენტის სასახლე
პრეზიდენტის სასახლე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა „კრწანისის“ ცენტრის ტერიტორიაზე ადამიანის დაღუპვის საქმის ობიექტური გამოძიების მნიშვნელობაზე მიუთითა.

თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. გამოძიებამ საზოგადოებისა და სამხედრო ცენტრ „კრწანისის“ ტერიტორიაზე დაღუპულის ოჯახის წევრების ყველა კითხვას უნდა უპასუხოს, განაცხადა სახელმწიფოს მეთაურის პრეს-სპიკერმა ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ოფიციალური მონაცემებით, კვირას, დაახლოებით დილის 03:30 საათზე წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისის“ გუშაგმა ცენტრზე სამი უცხო პირის თავდასხმა აღკვეთა. გუშაგმა, მას შემდეგ, რაც მის სიტყვიერ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ, ცეცხლი გახსნა და ერთ-ერთი თავდამსხმელი მოკლა, ორმა კი გაქცევა მოახერხა. მოკლული გიგა შენგელიას ცხედარი შემთხვევის ადგილიდან 97 მეტრში იპოვეს. დაღუპულის ოჯახი გუშაგს განზრახ მკვლელობაში ადანაშაულებს.

ლევან იზორია - Sputnik საქართველო
იზორია: „კრწანისის“ ცენტრის გუშაგმა კანონიერად გაისროლა

„სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი მიიჩნევს, რომ ყველა კითხვას, რომელიც აქვთ დაღუპულის ოჯახის წევრებს და საზოგადოებას, კომპეტენტური პასუხი უნდა გაეცეს. არ უნდა დარჩეს არც ერთი კითხვის ნიშანი და ეჭვი ამ ფაქტთან მიმართებით. ეს მნიშვნელოვანია როგორც სახელმწიფო ინტერსებიდან გამომდინარე, ასევე სამხედრო ძალების რეპუტაციისთვის“, — განაცხადა მიშველაძემ.

გიგა შენგელიას ცხედარი პროზექტურიდან ზუგდიდში უკვე გადაასვენეს.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, გამოძიება გიგას ძმას გიორგი შენგელიას ეძებს, რომელიც ადრე „კრწანისის“ ბაზის ტერიტორიაზე მსახურობდა და თავდასხმის დროს, შესაძლოა, გიგასთან ერთად იმყოფებოდა.

გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს („სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით“). დანაშაული ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ხუთ წლამდე ვადით ან თავისუფლების აღკვეთით ორიდან ოთხ წლამდე ვადით.

საქმეს, მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია იძიებს.

ყველა ახალი ამბავი
0