სააკაშვილი მომხრეებს მოუწოდებს, პატივი სცენ მისი მეუღლის გადაწყვეტილებას

© AFP 2024 / ANATOLII STEPANOVმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სანდრა რულოვსმა ზუგდიდის საარჩევნო ოლქში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეებს მოუწოდა, პატივი სცენ მისი მეუღლის სანდრა რულოვსის გადაწყვეტილებას, რომელმაც საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

ზუგდიდის №66 მაჟორიტარული ოლქის სამ უბანზე ჩატარებული განმეორებითი კენჭისყრის წინასწარი მონაცემების მიხედვით, „ქართული ოცნების“ კანდიდატ ედიშერ თოლორაიას მხარი 981-მა ამომრჩეველმა დაუჭირა, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ სანდრა რულოვსს კი 438-მა.

სანდრა რულოვსი - Sputnik საქართველო
სანდრა რულოვსი არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს აცხადებს

8 ოქტომბერს და 22 ოქტომბერს მიღებული ხმების რაოდენობა კი მთლიანობაში ასე გადანაწილდა: „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა სანდრა რულოვსმა 10 692 ხმა მიიღო, რაც 44.8%-ია, მისმა კონკურენტმა „ქართული ოცნებიდან“ ედიშერ თოლორაიამ კი — 11 607 ხმა, ანუ 48.63%. გამომდინარე იქიდან, რომ ამ საარჩევნო ოლქში ვერც ერთმა კანდიდატმა 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახა, ცესკომ მეორე ტური დანიშნა, რომელიც 30 ოქტომბერს გაიმართება.

„მე ამ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, ისევე, როგორც სხვა კანდიდატების გადაწყვეტილებას, იბრძოლონ მეორე ტურში და ვუსურვებ მათ წარმატებას. მე პატივს ვცემ ყველას და იმედი მაქვს, რომ ჩვენი აქტივისტები პატივისცემით მოეკიდებიან სანდრას პირად გადაწყვეტილებას, მით უმეტეს, რომ მან ძალიან ბევრი იბრძოლა ამ არჩევნებში და ზუსტად ვიცი, რომ არ შეეპუება გაყალბებასა და უსამართლობას“, — წერს სააკაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

ყველას აქვს საკუთარი არჩევანის უფლება, მათ შორის სანდრასაც. მან გადაწყვეტილება ჩემი ჩარევის გარეშე, თავისი სინდისის კარნახით მიიღო, აღნიშნა სააკაშვილმა.

„დრო აჩვენებს, ვინ იყო მართალი. მე სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი გადალახავს ამ დროებით სიძნელეებს. ჩვენი საზოგადოება ბევრად უფრო ბრძენია, ვიდრე ბევრს ჰგონია. ბოლოს და ბოლოს, 600 ათასამდე ადამიანმა დაგვიჭირა მხარი 8 ოქტომბერს და ზუსტად ვიცი, რომ ამ ადამიანთა რიცხვი დროთა განმავლობაში მხოლოდ მოიმატებს“, — აღნიშნა მან.

სანდრა რულოვსის გადაწყვეტილებას მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიუღებელი უწოდეს.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში - Sputnik საქართველო
ცესკომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები წარმოადგინა

„ნაცმოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ბრძოლისგან თავის შეკავება ამომრჩევლის მიტოვებას ნიშნავს, ეს კი მისთვის მიუღებელია.

„დასანანია, რომ ქალბატონი სანდრა ასე უყურებს პროცესს და ამ ეტაპზე ბრძოლის ველიდან გარიდებას ამჯობინებს“, — აღნიშნა მელიამ.

თავად რულოვსმა თავისი გადაწყვეტილება არჩევნების უსამართლოდ ჩატარებით ახსნა.

მიუხედავად იმისა, რომ რულოვსმა მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, ზუგდიდის საარჩევნო ოლქში 30 ოქტომბერს კენჭისყრის პროცესი მაინც გაიმართება, რადგან ქართული კანონმდებლობა კენჭისყრის დროს კანდიდატურის მოხსნას არ ითვალისწინებს. სანდრა რულოვსის გვარი ბიულეტენებში მითითებული იქნება.

კანონის თანახმად, თუ რულოვსს მოსახლეობის უმრავლესობა დაუჭერს მხარს და ის დეპუტატი გახდება, ამის შემდეგ მან, უკვე როგორც დეპუტატმა, სადეპუტატო მანდატის ვადამდელი შეწყვეტის შესახებ უნდა განაცხადოს. ასეთ შემთხვევაში პარლამენტი წყვეტს მისი მანდატის მოქმედებას და შუალედურ არჩევნებს ნიშნავს.

თუმცა, რულოვსი ნებისმიერ შემთხვევაში გახდება საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, რადგან ის „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით გადის.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
სააკაშვილი ირწმუნება, რომ საპარლამენტო არჩევნები საქართველოში გააყალბეს

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების შედეგები შეაჯამა, რომლის მიხედვით, საქართველოს პარლამენტში სამი საარჩევნო სუბიექტი შევიდა:

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ (№41) – 48,68% – 44 მანდატი;

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ (№5) – 27,11% – 27 მანდატი;

„დავით-თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი — პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“ (№8) – 5,01% – 6 მანდატი.

30 ოქტომბერს 50 ერთმანდატიან ოლქში, სადაც კანდიდატებმა 50%-ზე მეტი ხმის მიღება ვერ შეძლეს, მეორე ტური გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0