ცესკომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები წარმოადგინა

© REUTERS / David Mdzinarishviliსაპარლამენტო არჩევნები საქართველოში
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცესკომ 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების შედეგები შეაჯამა, რომლის მიხედვით საქართველოს პარლამენტში სამი საარჩევნო სუბიექტი მოხვდა.

თბილისი, 23 ოქტომბერი – Sputnik. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების შედეგები შეაჯამა, რომლის მიხედვით საქართველოს პარლამენტში სამი საარჩევნო სუბიექტი მოხვდა. 

5%–იანი ბარიერი გადალახეს:

არჩევნები - Sputnik საქართველო
მარნეულსა და ზუგდიდში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ (№5) – 27,11% – 27 მანდატი

„დავით-თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი — პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“  (№8) – 5,01% – 6 მანდატი

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ (№41) – 48,68% – 44 მანდატი

რაც შეეხება მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების პირველი ტურის შედეგებს, კანონმდებლობით განსაზღვრული 50%-იანი ბარიერი 23-მა კანდიდატმა გადალახა. ყველა მათგანი წარდგენილი იყო „ქართული ოცნება —დემოკრატიული საქართველოს“ მიერ.

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 50 ერთმანდატიან ოლქში, სადაც კანდიდატებმა 50%–ზე მეტი ხმა ვერ მიიღეს, 30 ოქტომბერს გაიმართება.

 


ყველა ახალი ამბავი
0