სააკაშვილი ირწმუნება, რომ საპარლამენტო არჩევნები საქართველოში გააყალბეს

გამოწერა
ექს-პრეზიდენტმა განმარტა თუ რა ჰქონდა მხედველობაში, როდესაც სამშობლოში დაბრუნებაზე საუბრობდა.

თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნის ხელისუფლება 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა.

მანამდე სააკაშვილი, რომელიც ამჟამად ოდესის ოლქის გუბერნატორია, დარწმუნებით აცხადებდა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გაიმარჯვებდა. 

ენმ-ს აქცია თბილისის ცენტრში - Sputnik საქართველო
უტიაშვილი: სააკაშვილმა "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" საქმე გაუფუჭა

„ჩემი პოზიცია იყო ყოველთვის ძალიან ნათელი. ჩვენ ვაპირებდით პირველ ტურში გამარჯვებას და შემდეგ მეორე ტურისთვის ვაპირებდი ჩამოსვლას და არჩევნების დაცვაში მონაწილეობის მიღებას. მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა — უპრეცედენტო მასშტაბის მანიპულაციები და გაყალბება პირველი ტურის და რეაგირება ამაზე არ ყოფილა“, — განაცხადა სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში, რომელიც „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე განათავსა.

ასეთი კომენტარით გამოეხმაურა სააკაშვილი სამშობლოში დაბრუნების თაობაზე თავისი განცხადების კრიტიკას, მათ შორის ენმ-ის მომხრეების მხრიდან. მოგვიანებით, არჩევნების დღეს ექს-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ, კენჭისყრის შედეგების მიუხედავად, საქართველოში დაბრუნებას არ გეგმავს.

„წინასაარჩევნო გამოსვლებში არ მითქვამს, რომ არჩევნების პირველი ტურის დასრულებამდე ჩამოვიდოდი საქართველოში. საქმე ისაა, რომ პირველი ტურის დასრულებამდე თუ ჩამოვიდოდი ის ხალხი, ვინც მიკიჟინებს, თუ რატომ არ ჩამოვედი, გამომაცხადებდა სახიფათო პროვოკატორად და ივანიშვილს მიეცემოდა საფუძველი, დავედანაშაულებინე პე პირადად და ჩემი მომხრეები სამოქალაქო დაპირისპირების ინსპირირებაში“, — განაცხადა სააკაშვილმა. 

წინასაარჩევნო პლაკატები - Sputnik საქართველო
არჩევნების მეორე ტური: კონკურენტების იმედები

არჩევნების მეორე ტური ერთმანდატიანი ოლქების უმრავლესობაში 30 ოქტომბერს გაიმართება. მაშინ გადაწყდება, ვინ მიიღებს უმრავლესობას საქართველოს პარლამენტში. ამჯერად კი „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ აშკარა უპირატესობით ლიდერობს. 

„ერთი რამე ჩემთვის დღესავით ნათელია — „ნაციონალურმა მოძრაობამ“, მანიპულაციებისა და გაყალბების გათვალისწინებით, მიიღო 600 ათასზე მეტი ხმა. ეს არის ძალიან ბევრი ამ რეპრესიებისა და ზეწოლის პირობებში“, — განაცხადა სააკაშვილმა. 

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში შერეული სისტემით ჩატარდა: 77 დეპუტატი პროპორციული, ხოლო 73 — მაჟორიტარული სისტემით აირჩევა.


ყველა ახალი ამბავი
0