საქართველოში ფესტივალი Fiestalonia Georgia იწყება

© AP Photo / Shakh Aivazovთბილისის ისტორიული ცენტრი
თბილისის ისტორიული ცენტრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორგანიზატორები Fiestalonia Georgia-ს ტრადიციულ ფესტივალად გადაქცევას გეგმავენ, რომელიც წელიწადში ორჯერ გაიმართება მაისში - ბათუმში და ოქტომბერში - თბილისში.

თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. ათასობით ბავშვი და მოზარდი ჩამოვა საქართველოში მთელი მსოფლიოდან საერთაშორისო მუსიკალურ-ქორეოგრაფიულ ფესტივალში Fiestalonia Georgia-ში მონაწილეობისათვის, რომელიც ქვეყანაში 24-დან 27 ოქტომბრამდე გაიმართება. 

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 400-ზე მეტი შემსრულებელი და კოლექტივი საქართველოდან, რუსეთიდან, უზბეკეთიდან, უკრაინიდან, ესპანეთიდან, ისრაელიდან, ყაზახეთიდან, ინდოეთიდან, აზერბაიჯანიდან და სხვა ქვეყნებიდან. 

კონკურსის ორგანიზატორია ესპანური მოძრაობა Fiestalonia Milenio. კონკურსი ასევე თბილისის მერიის CID UNESCO-ს და საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფედერაციის პატრონაჟით ტარდება. 

მიქაელ ტარივერდიევი - Sputnik საქართველო
თბილისში მიქაელ ტარივერდიევის 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით საღამო გაიმართება

„საქართველო ჩემი ვნებაა და უკვე დიდი ხანია სწორედ აქ უნდა ჩამეტარებინა Fiestalonia. მანამდე ჩვენ ფესტივალებს ვმართავდით ესპანეთში, იტალიაში, საფრანგეთში. ჩვენ 40-ზე მეტი პროექტი გვაქვს — სხვადასხვა საის საფესტივალო კონკურსები. საქართველოში კი გადავწყვიტეთ შერეული ვარიანტი გაგვეკეთებინა. ეს ნიშნავს, რომ ამ ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ პიანისტები, მოცეკვავეები, გუნდები…“, — უთხრა Sputnik-ს ესპანური საფესტივალო კომიტეტის პრეზიდენტმა დავით ჯაფარიძემ. 

 საფესტივალო მოძრაობას Fiestalonia Milenio ესპანეთში 2006 წელს ჩაეყარა საფუძველი, ხოლო ფესტივალ-კონკურესების გამართვა 2010 წლიდან აქტიურად დაიწყო. 

ორგანიზატორები Fiestalonia Georgia-ს ტრადიციულ ფესტივალად გადაქცევას გეგმავენ, რომელიც წელიწადში ორჯერ გაიმართება მაისში — ბათუმში და ოქტომბერში — თბილისში. 

როგორც საფესტივალო კომიტეტის პრეზიდენტმა დავით ჯაფარიძემ აღნიშნა, უკვე ცნობილია, რომ მომავალ წელს საქართველოში ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ კოლექტივები და შემსრულებლები სმხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან, მალაიზიიდან, ინდონეზიიდან, იაპონიიდან, სინგაპურიდან, კანადიდან და სხვა ქვეყნებიდან.

ნინო ქათამაძე - Sputnik საქართველო
ნინო ქათამაძე რუსეთის ირგვლივ საგასტროლო ტურნეს იწყებს
 

ფესტივალის ნომინაციებს შორისაა — ინსტრუმენტული მუსიკა (სოლისტი, ანსამბლი, ორკესტრი), საგუნდო ხელოვნება, ვოკალი (ანსამბლი, სოლისტი, დუეტი, ტრიო, კვარტეტი, კვინტეტი) და ქორეოგრაფია (კოლექტივები და სოლისტები). მონაწილეთა ასაკი — შვიდი წლის ზემოთ. 

ჟიურის შემადგენლობაშია ესპანელი პიანისტი, მუსიკოსი და ესპანეთის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის  "The Gospel Viu Choir" შემქმნელი მოისეს სალა და ქორეოგრაფი, ფლამენგოს სახელგანთქმული შემსრულებელი დანიელ კანდელასი. 

მიმინო - Sputnik საქართველო
ტესტი: ქართული კინოს რომელ გმირს ჰგავხართ

ჟიურის წევრები მის მონაწილეებს შეაფასებენ რეპერტუარის სირთულის, პროფესიონალიზმის, ვირტუოზულობის, საშემსრულებლო ხელოვნებისა და ტექნიკის, ასევე არტისტიზმისა და შემოქმედებითი ინდივიდუალიზმის მიხედვით.

კონკურსის მსვლელობისას, ჟიურის წევრები ფესტივალის მონაწილეთათვის გამართავენ ექსკლუზიურ მასტერ-კლასებს.

ფესტივალზე დაგეგმილია ორი დღის მანძილზე მონაწილეთა საკონკურსო გამოსვლები, ფლეშმობი ჯვრის მონასტერთან — ფესტივალის სტუმრების მონაწილეობით, დასკვნითი გალა-კონცერტი, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ფესტივალის ყველაზე გამორჩეული ნომრები. 

ფესტივალის ფარგლებში გამოვლინდება პირველი, მეორე და მესამე ხარისხის ლაურეატები, რომლებიც ბრინჯაოს, ვერცხლისა და ოქროს დიპლომებით დაჯილდოვდებიან. ასევე გამოცხადდება ფესტივალის გრანპრის მფლობელები, რომლებიც ფესტივალის პლატინის დიპლომსა და ჩემპიონთა საფირმო თასს მიიღებენ. გარდა ამისა ფესტივალზე დაწესებულია Fiestalonia Milenio-ს პრეზიდენტის სპეციალური პრემია — იტალიის, ესპანეთისა და საფრანგეთის ფესტივალებში უფასო მონაწილეობა. 

 

ყველა ახალი ამბავი
0