ოთხ საარჩევნო უბანზე განმეორებითი არჩევნები მიმდინარეობს

© Sputnik / Levan Avlabreliსაპარლამენტო არჩევნებზე
საპარლამენტო არჩევნებზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
არჩევნები დაიწყო სოფელ ჯიხაშკარის №79 და №108, სოფელ განმუხურის №39 და სოფელ ყიზილაჯლოს №48 უბნებზე.

თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ორ – ზუგდიდისა და მარნეულის რაიონების ოთხ საარჩევნო უბანში გამეორებითი კენჭისყრა დაიწყო. მოქალაქეები კვლავ პარლამენტის დეპუტატებს ირჩევენ.

გამეორებითი არჩევნები მიმდინარეობს ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარის №79 და №108, სოფელ განმუხურის №39 უბნებზე პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით და მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოს №48 უბანზე – მხოლოდ მაჟორიტარული სისტემით.

ხმის დათვლის პროცესი - Sputnik საქართველო
არჩევნები საქართველოში - დუბლი მეორე

ზუგდიდის საარჩევნო ოლქში 2 ათას 251 ამომრჩეველია, ხოლო მარნეულის – 1 ათას 436.

პროპორციული სისტემით არჩევნებში მონაწილეობს 19 პარტია და 6 საარჩევნო ბლოკი.

მაჟორიტარ დეპუტატს საარჩევნო უბნებზე ზუგდიდის რაიონში ექვსი, ხოლო მარნეულის რაიონში – ათი კანდიდატიდან აირჩევენ.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 8 ოქტომბერს ჩატარდა. განმეორებითი არჩევნების გამართვა სერიოზული დარღვევების გამო გახდა აუცილებელი.

ყიზილაჯლოს საარჩევნო უბანზე არჩევნები საარჩევნო უბნის მიმდებარედ არეულობის გამო შეწყდა, ხოლო ჯიხაშკარისა და განმუხურის უბნები ხმების დათვლის დროს დაარბიეს.

იმისთვის, რომ ზუგდიდისა და მარნეულის ოლქებში კენჭისყრის მეორე ტური არ გახდეს საჭირო, საკმარისი არ არის მხოლოდ ხმათა უმრავლესობის მიღება. კანდიდატმა მთლიანად რაიონში უნდა მიიღოს ხმების 50%–ზე მეტი.

ცესკო - Sputnik საქართველო
არჩევნების მეორე ტურისათვის ცესკო 6 მილიონ ლარს ითხოვს

ცესკოს ბოლო მონაცემებით, ზუგდიდის ოლქში ხმები ლიდერთა შორის ამგვარად განაწილდა: ედიშერ თოლორაია („ქართული ოცნება“) – 47,37%, სანდრა რულოვსი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) – 45,31%.

მარნეულის ოლქში: აკმამედ იმამკულიევი (ენმ) – 47,91%, თამაზ ნავერიანი (ქართული ოცნება“) – 43,1%.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში შერეული სისტემით ტარდება: 77 დეპუტატს პროპორციული, ხოლო 73–ს – მაჟორიტარული სისტემით ირჩევენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0