"მინდა მოიდე, აღარ გამაგდოთ. თოლებ ამოგიკოცნიყე“ — 85 წლის ფერეიდნელი ჯემილეს ამბავი

© სოფო ონიკაშვილისოფელი ფერეიდანში
სოფელი ფერეიდანში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფერეიდნელი ჯემილე ჩუღურუთჩი 85 წლისაა. 12 შვილი გააჩინა, ხუთი ბავშვობაშივე ინფექციური დაავადებით დაეღუპა. ხუთი ბიჭი და ორი გოგო დარჩა. ბიჭებიდან ერთი ირან-ერაყის ომს შეეწირა, ერთი ახალგაზრდობაში ინფარქტით გარდაიცვალა... ახლა ორი ბიჭი და ორი გოგოღა ჰყავს.

ამ ამბავს, რომელიც ჩვენი თხოვნით მისმა შვილიშვილმა, სოფი ონიკაშვილმა ჩაიწერა, უფრო წერილის ფორმა აქვს. სტილი დაცულია და ჯემილე ბებოს მონათხრობი ძველი ქართული ენითაა გადმოცემული, ამიტომ მას თან განმარტებებიც ახლავს. ჩათვალეთ, რომ ეს ჩვენთვის მოწერილი ერთი ფერეიდნელი ქართველის ცხოვრების ნამდვილი ამბავია, ემოციური და გულწრფელი გზავნილი, რომელმაც ჩვენამდე 400 წლის დაგვიანებით მოაღწია…

სოფო ონიკაშვილი - Sputnik საქართველო
23 წლის ასაკში 400 წლის ოცნება ავისრულე - თბილისში მცხოვრები ფერეიდნელი გოგოს ამბავი

"მე, ელექ, ჩუღურუთჩი ემ ჩონ ქუჩას ქომოთ რუი იყო, სი იმ რუის პირზე დაიბადე. ელექ გაიზრდე, გავთხოვდი და ჯერაც ელექ ვარ. ჩონ მამები და პაპები გუამბობდეს, რო შაჰ აბასმა 400 წლის წინ საქართველოსყე გომოგყარა, მუგუყუანა ირანჩი. ჯერ ნაჯაფაბას (ქალაქის სახელია) იყნეს. იქ ქართველებმა იქაურელებთან ვერ მაიხდეს (შეეგუვნენ), შუღლი იყო, ადგეს და მოიდეს ექა. ექაც შაჰის ხალხმა გემედევნაყე. ემანთ აიდეს ციხეზე (მთის სახელი) და იქით ეშუღლესყე დუშმანს. რო ნახეს ვეღარ ერევოდეს, ბევრმა თავის თავი გადმაგდო იქით რო დუშმანის ხელჩი აღარ ჩავარდნილიყნენ.

ქართველებმა რაქთენ ადგილას დასახლდეს: მარტყოფჩი, ჩუღურეთჩი, ვაშლოვანსა და თორელჩი. ემ ჩემ თავსახლჩი რო დგა ეს ბოძი, ეს პირველა ბოძი ყოფილა რო ექ ჩოდგამყე. იმის უკანაც ეს ქურთები გოღონებდეს, მოკობრები (ქურდები) არიან. სურამე წაიღიანყე. შაჰმა თოფები დორიგაყე რო ჩონ მოგორივონ, თოროდა ჩონ რამეს ვერ გუზამდეს.

© სოფო ონიკაშვილიფერეიდნელი ბებო
ფერეიდნელი ბებო - Sputnik საქართველო
ფერეიდნელი ბებო

 ჩონ არ გოქონდა ნამაი (კარგი) ყმაწილობა. სუ ვმუშავობდით. მიწაზე უნდოდა ვიმუშაოთ, პირიტყს მოვაროთ. მე ბაიტობაჩი (პატარაობაში) უდედო შაიქენ. მამამ ცხო (სხვა) დედაკაცი მაიყუანა. მარტო ზამთრის რო კალოზე აღარ მივდიოდით და დრო გოქონდა ვთამაშობდით. კუკუნებს (თოჯინების) ვაკეთებდით, ჯოხსაყე და ძელ პერანგებით უკეთებდით პერანგებს. ქუჩაჩი ვთამაშობდით მოხრა-გადახტომას, მტკაველობას. შინ კოჭაობას თამაშობდეს.

პროექტის „ქართული ბიბლიოთეკა ფერეიდანში“  ინიციატორი ნათია ქიმაძე - Sputnik საქართველო
ფერეიდნელი პაპისგან ნასწავლი ენა და ბატონ ჰოსეინის ქართული ბიბლიოთეკა ირანში

მალე გამათხოვეს, პაპას ბევრი რამე არა ჰქონდა, იმ დროს ეგრე იყო, უნდოდა იმუშავო. ყმაწილებიც მეყოლა და დრო აღარ მქონდა სხო რამესთი. ქურთებმაც ხო არ გოგოხარეს. იმისყე წინ რო ენყელაბი (ისლამური რევოლუცია) შაიქნას, ჩემ ძმა დადიოდა ქუჩებჩი და ხალხს ებნებოდა უნდა წაიდეთო, ექ ჩონ ადგილი არ არი. მე მეხეწებოდა მოდი, წაიდეთ საქართველოჩიო. გეშინოდესყე მოლებსაყე. ემანთ თუ მოიდეს ვეღარცრას ვეღარ ვიქთ. უნდა წაიდეთო. თითან წაიდა და ჩონ ექ დავდექით. ხალხი დაჰცინოდა, გადალიავებულაო (გაგიჟებულა) ეხლა კი სუნ ამბობენ, როგო არ დოყურეთ და არ წაველითო

ეხლა მინდა რო წაიდე და ვნახო საქართველო, მინდა სურამე ვნახო. ჩემ ძმის ყმაწილებიც მინდა ვნახო. მე 27 შვილიშვილი და 6 შვილთაშვილი მყავს. ბევრს არ მოდიან სოფელჩი. მე ხუთი საქართველოჩი მყავ, სოფო იფო მოდის და მიამბობსყე. მე მინდა მოიდე საქართველოჩი. მინდა რო წაიდე და ვნახო. ამბობენ, საქართველო ბეჰეშტსა (სამოთხე) გავო… მინდა ქართველებს უთხრა ჯანისაღი გქონდესყე, მინდა უთხრაყე ერთ ადგილაც მე მამცენ რო მოიდე ქენთან, არ მითხრათ რათ მაიდიხარ, შენ ხო ექ არ იყავ, ვიტყი მე 400 წლის წინ ქენი ვიყავ, არ მითხრან ნუ მოხოლო…"

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0