ვოლსკი: თარგამაძის ავტომობილის აფეთქება სააკაშვილის სცენარის ნაწილია

© ФБ Георгия Канделакиგივი თარგამაძის ავტომობილი აფეთქების შემდეგ
გივი თარგამაძის ავტომობილი აფეთქების შემდეგ - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის აზრით, ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციის მიზნით მიხეილ სააკაშვილი საქართველოში რევოლუციური სცენარის განხორციელებას ცდილობდა.

თბილისი, 17 ოქტომბრი – Sputnik. საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერი გია ვოლსკი არ გამორიცხავს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთი ლიდერის, დეპუტატ გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ამჟამად ოდესის ოლქის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილის რევოლუციური სცენარის ნაწილია.

გივი თარგამაძის ავტომობილი 4 ოქტომბერს თბილისის ცენტრში ააფეთქეს. აფეთქების დროს მანქანაში დეპუტატი და მისი მძღოლი იმყოფებოდნენ. მათ მსუბუქი დაზიანებები მიიღეს, რამდენიმე გამვლელი კი სერიოზულად დაშავდა. პოლიციამ რამდენიმე სპეცოპერაცია ჩაატარა, რომელთა შედეგად ცნობილი გახდა სავარაუდო ბრალდებულის დავით ხეჩუაშვილის ვინაობა. ბრალდებულის მშობლების თქმით, ის საქართველოში არ იმყოფება.

„ვფიქრობ, რომ არსებობს ამ ქაოსიდან და არეულობიდან დივიდენდების მიღებაში დაინტერესებული უამრავი მხარე, თუმცა, არეულობის დაგეგმვა, თავად ქაოსის სცენარი სააკაშვილმა შექმნა და, არ გამოვრიცხავ, რომ აფეთქება ამ სცენარის ნაწილი იყო“, – განუცხადა ვოლსკიმ ჟურნალისტებს.

გივი თარგამაძე - Sputnik საქართველო
თარგამაძის ავტომობილის აფეთქების საქმეზე ბრალდებულები გამოავლინეს

სააკაშვილი საქართველოში სტაბილურობის წინააღმდეგია, აღნიშნა ვოლსკიმ და გაიხსენა ფარული ჩანაწერები, სადაც ექს–პრეზიდენტი და მისი მოკავშირეები ხელისუფლების დამხობასა და არეულობებზე საუბრობდნენ.

„ასეულობით მკვლელობა მოხდება – ასე ამბობდა სააკაშვილი „ფორბსთან“ ინტერვიუში, რომელიც მრავალგზის იყო ტირაჟირებული „რუსთავი2“–ის მიერ“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

სექტემბერში ინტერნეტში გამოჩნდა ფარული აუდიოჩანაწერი, რომლის თანახმად, პიროვნება სააკაშვილის ხმით მოსაუბრეებთან მომავლის გეგმებს განიხილავს, კერძოდ, ქვეყანაში მოვლენების განვითარების რევოლუციურ სცენარს. სააკაშვილმა ჩანაწერს უნიჭო მონტაჟი უწოდა. საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა მუხლით „შეთქმულება ხელისუფლების დამხობის მიზნით".

მიხეილ სააკაშვილი კიევში - Sputnik საქართველო
სააკაშვილი: "რევოლუცია" საქართველოში მოსალოდნელია არჩევნების შემდეგ

აუდიოჩანაწერში, სავარაუდოდ, სააკაშვილის გარდა ფიგურირებენ პარლამენტის დეპუტატები აკაკი ბობოხიძე, ნუგზარ წიკლაური, პეტრე ცისკარიშვილი, აკაკი მინაშვილი და გიგი წერეთელი.

პიროვნება სააკაშვილის ხმით ამბობს, რომ საქართველოში საჭიროა რევოლუციური სცენარი და ამისთვის საჭიროა ბევრი ხალხის მობილიზება. ამის საპასუხოდ ადამიანი ბობოხიძის ხმით სთავაზობს 200-კაციანი ჯგუფის შექმნას, საპროტესტო აქციების მოწყობას და რუსთაველის გამზირზე კარვების დადგმას.

ადრე დაგეგმილ რევოლუციურ სცენარზე და თითქოსდა სააკაშვილისგან მიღებული დავალების შესახებ განაცხადეს არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი ზონის" ყოფილმა წევრებმა. მათ უკვე მისცეს ჩვენება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებ ასევე განცხადებები გააკეთეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა.

ყველა ახალი ამბავი
0