ქართული ფესტივალი GIFT ფლამენკოს შემსრულებელმა ესპანელმა დივამ გახსნა

© photo: Sputnik / Владимир Вяткин / გადასვლა მედიაბანკშიფლამენგო
ფლამენგო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გადავსებულ დარბაზში ევა ერბაბუენას მონაწილეობით ესპანური ბალეტ ფლამენკოს წარმოდგენა გაიმართა.

თბილისი, 16 ოქტომბერი— Sputnik. ფლამენკოს საუკეთესო შემსრულებელმა, 46 წლის ესპანელმა მოცეკვავემ ევა ერბაბუენამ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების ქართული საერთაშორისო ფესტივალი GIFT გახსნა.

ესპანელმა ქართველი მაყურებლისათვის წარმოდგენა "წვიმა" მოამზადა. ერბაბუენას კარიერაში ეს ერთერთი საუკეთესო სპექტაკლია. ევას თქმით, ის ერთერთ მელანქოლიით სავსე დღეს შეიქმნა და მარტოობასა და ცხოვრების უსასრულობაში სიყვარულის ძიებას მიეძღვნა.

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე ესპანური ბალეტ ფლამენკოს წარმოდგენა ანშლაგით გავიდა. ესპანელი მსახიობების სპექტაკლმა დარბაზში მქუხარე ოვაციები გამოიწვია. 

ევა ერბაბუენა ფესტივალის პრიზით "ხელოვნებაში სრულყოფილებისათვის" დაჯილდოვდა-ეს არის სტატუეტი რეჟისორ მიხეილ თუმანიშვილის სკულპტურის პატარა ასლის სახით(არქიტექტორ გია ჯაფარიძე).

დავით ნარმანია, ქეთი დოლიძე - Sputnik საქართველო
დავით ნარმანია: GIFT - ესაა ფესტივალი, რომელიც მაყურებელს ანებივრებს

ევა ერბაბუენა სამხრეთ-ესპანური ცეკვის ფლამენკოს მსოფლიოში აღიარებული ოსტატია. ის პირველი ესპანელი შემსრულებელია, რომელმაც ფლამენკო სიდნეის ოპერის თეატრის სცენაზე იცეკვა. მისი სახელი ცეკვის ისეთ ვარსკვლავებს უკავშირდება, როგორებიცაა პინა ბაუში და მიხეილ ბარიშნიკოვი. ევა ერბაბუენას საცეკვავო ჯგუფი, ფლამენკოს ბალეტი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში 1998 წლიდან დადის გასტროლებზე.

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საიუბილეო ქართული საერთაშორისო ფესტივალი GIFT საქართველოს დედაქალაქში 15 ოქტომბრიდან 25 ნოემბრამდე გაგრძელდება. 2016 წელს  Sputnik Грузия ფესტივალის ღონისძიებების საერთაშორისო საინფორმაციო პარტნიორი გახდა. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება თეატრალური კოლექტივების გამოსვლები აშშ-დან, რუსეთიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან და საქართველოდან.

თბილისის მოდის კვირეული - Sputnik საქართველო
ირმა შარიქაძე GIFT-ზე ცნობილ სპექტაკლ "ვარდების ტანგოს" წარმოადგენს

GIFT — ერთადერთი ფესტივალია საქართველოში, რომელიც ფესტივალების ევროპული ასოციაციის წევრია. ის დაარსდა 1997 წელს ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალების მიერ(ედინბურგი, ადელაიდა, მელბურნი და პერტი).

ყველა ახალი ამბავი
0