საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი: პოლიციელებზე ხელის აღმართვა არავის არ ეპატიება

© Sputnik / Alexander Imedashviliგიორგი მღებრიშვილი
გიორგი მღებრიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი მღებრიშვილმა უარყო მტკიცება იმის შესახებ, თითქოს სოფელ ყიზილაჯლოში, 48-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ არეულობაში დამნაშავე დაკავებული პირები წინასწარი დაკავების საკანში სცემეს.

თბილისი, 14 ოქტომბერი– Sputnik. შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ქვემო ქართლის რეგიონში საპარლამენტო არჩევნების დღეს ერთერთ უბანზე მომხდარ არეულობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ პოლიციელებზე ხელის აღმართვას არავის არ აპატიებს. 

მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ  8 ოქტომბერს, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში, 48-ე საარჩევნო უბანში არეულობის ფაქტზე ექვსი პირის დაკავების შესახებ. ამის შედეგად უბანზე კენჭისყრის პროცესი ჩაიშალა, ხუთი პოლიციელი დაშავდა, მათ შორის ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე რამინ ისმაილოვი.

"ისინი არიან ჩვეულებრივი კრიმინალები, რომლებმაც გაბედეს და ხელი აღმართეს პოლიციელზე. დღემდე არავისთვის მიპატიებია პოლიციელზე ხელის აღმართვა და არც ვაპირებ ვინმეს ვაპატიო მსგავსი საქციელი. დაკავებულებზე  არავითარ ზეწოლას, არავითარ ფიზიკურ ზემოქმედებას ადგილი არ ჰქონია. ეს გამოგონილია. ალბათ გაგიგიათ, რომ თავდასხმა საუკეთესო თავდაცვაა“, — ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა მღებრიშვილმა.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ გამოძიების პერიოდისათვის ექვსივე დაკავებულს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.

პოლიციის მანქანები - Sputnik საქართველო
საქართველოს აზერბაიჯანელთა კონგრესი: პროვოკატორები უნდა დაისაჯონ

მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და ბლოკის „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ მომხრეები კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანზე შეჭრასა და ბიულეტენებით სავსე საარჩევნო ურნის გატაცებას შეეცადნენ. მათ ხელი პოლიციამ შეუშალა. ამის შემდეგ პარტიის აქტივისტები უფრო აგრესიულად მოიქცნენ და პოლიციელებს ქვები დაუშინეს.

სავარაუდოდ, აღნიშნულ უბანზე არჩევნების შედეგები გაბათილდება და ცესკო განმეორებით კენჭისყრას დანიშნავს. გამოძიებას არ ეთანხმებიან "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში". პარტიაში ამტკიცებენ, რომ დაკავება ოპოზიციის მომხრეების დაშინების მიზნით განხორციელდა.

არჩევნები - Sputnik საქართველო
მარნეულში ვითარება უკიდურესად დაიძაბა

„ნაციონალური მოძრაობის“ მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აჰმედ იმამკულიევი აცხადებდა, რომ დაკავებულები სცემეს წინასწარი პატიმრობის საკანში. შს სამინისტრო კატეგორიულად უარჰყოფს ამ ინფორმაციას და აცხდაებს, რომ ოპოზიცია პოლიციის დისკრედიტაციას ცდილობს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს-"საარჩევნო უბანში, საარჩევნო კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლა" და "პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მუქარა ან ძლადობა". მათ ემუქრებათ ჯარიმა, 2 წლამდე ვადით გამოსასწორებელი სამუშაოები ან თავისუფლების აღკვეთა 3 წლამდე ვადით ან 2-დან 5 წლამდევადით.

ყველა ახალი ამბავი
0