თბილისში რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგირო გზა აღდგება

© photo: Sputnik / Борис Кауфман / გადასვლა მედიაბანკშისაბაგირო
საბაგირო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საბაგირო გზა, რომელმაც ფუნქციონირება 1990 წელს შეწყვიტა, თბილისელებისა და ქალაქის სტუმრების მომსახურებას 2017 წლის ზაფხულიდან შეძლებს.

თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში აღადგენენ საბაგირო გზას, რომელიც რუსთაველის გამზირს მთაწმინდის პარკთან აკავშირებს.

საბაგირო გზა 1958 წელს გაიხსნა და 1990 წლის ივნისამდე ფუნქციონირებდა. მან მუშაობა ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ შეწყვიტა, რომელსაც 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ახალი საბაგირო - ხუთ წუთში კუს ტბაზე - Sputnik საქართველო
ხუთი წუთი კუს ტბამდე - თბილისში ახალი საბაგირო გაიხსნა

„საბაგირო გზის ძირითადი ნაწილი უკვე დამზადებულია და ავსტრიაში საწყობში ინახება… ამ ეტაპზე საბაგირო გზის ზედა და ქვედა სადგურების საინჟინრო-გეოლოგიური შესწავლა დასრულებულია და ამჟამად საყრდენი ანძების გეოლოგიური შესწავლა მიმდინარეობს“, — განუცხადეს საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზიას“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

პროექტის თანახმად, აღდგება საბაგირო გზის ქვედა (საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შიდა ეზოში) და ზედა (მთაწმინდის პარკში) სადგურები. საბაგირო გზის სიგრძე დაახლოებით 980 მეტრი იქნება. მგზავრობის ხანგრძლივობა ოთხ წუთს შეადგენს.

საბაგირო გზა საათში 1100 ადამიანის გადაყვანას შეძლებს. მას 20 გონდოლა მოემსახურება, რომლებიც საშუალოდ ექვს ადამიანზეა გათვლილი.

საბაგირო - Sputnik საქართველო
თბილისში განახლებული საბაგირო გზა ამოქმედდა

უფრო ადრე ქალაქის ხელისუფლება ქვედა სადგურის ვარდების მოედანზე გადატანას გეგმავდა, თუმცა, მიმდინარე წლის დასაწყისში, არქიტექტორთა საბჭოს რეკომენდაციით, სადგურის ძველ ადგილზე აღდგენის გადაწყვეტილება მიიღეს.

საბაგირო გზა ავსტრიულ კომპანია Doppelmayr-ს შეუკვეთეს. აღდგენითი სამუშაოები, სავარაუდოდ, ნოემბრის ბოლოს — დეკემბრის დასაწყისში დაიწყება. გეგმის მიხედვით, საბაგირო გზა ექსპლუატაციაში 2017 წლის ზაფხულში შევა.

ამჟამად თბილისში ორი საბაგირო გზა ფუნქციონირებს. ერთი რიყის პარკსა და ნარიყალას აკავშირებს, ხოლო მეორე — ჭავჭავაძის გამზირსა და კუს ტბას, რომელიც ბოლო დროს აღადგინეს და გუშინ გაიხსნა.

ყველა ახალი ამბავი
0