თბილისში განახლებული საბაგირო გზა ამოქმედდა

© photo: Sputnikსაბაგირო
საბაგირო - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისელებსა და ქალაქის სტუმრებს კვლავ მოემსახურება საბაგირო გზა ჭავჭავაძის გამზირიდან კუს ტბამდე, რომელიც 2007 წელს დაიხურა.

თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის ცენტრში საბაგირო გზა ამუშავდა, რომელიც ჭავჭავაძის გამზირსა და კუს ტბას აკავშირებს.

თბილისელებსა და ქალაქის სტუმრებს კაპიტალურად გარემონტებული ორი გონდოლა მოემსახურება. თითოეული გონდოლის ტევადობა10-12 ადამიანია, მათ შორის ერთი მუდმივი გამცილებელია. ყოველდღიურად საბაგირო გზა 2 ათასი მგზავრის მომსახურებას შეძლებს. გზა 6 წუთში იფარება.

საბაგირო გზა კოხტას მთაზე - Sputnik საქართველო
ბაკურიანში კოხტა გორაზე ახალი ტიპის საბაგირო ამოქმედდა

„ჭავჭავაძის გამზირსა და კუს ტბას შორის დონეთა შორის სხვაობა 233 მეტრია, ამიტომ მნიშვნელოვანია ამ საბაგიროს არსებობა. და, რაც ყველაზე მთავარია, ეს არის გადაადგილების  უსაფრთხო საშუალება“, — განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საბაგიროს გახსნაზე.

საბაგიროს რეაბილიტაციის დროს განახლდა მოძველებული ინფრასტრუქტურა, გარემონტდა და უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებით აღიჭურვა ორივე (ქვედა და ზედა) სადგური.  მთლიანად შეიცვალა გამწევი ბაგირი, დამონტაჟდა თანამედროვე მართვის პულტი, კაპიტალურად გარემონტდა გონდოლები. სამუშაოების მიმდინარეობისას შენარჩუნდა სადგურებისა და გონდოლების ძველი იერსახე.

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის ცენტრში საბაგირო გზა ამუშავდა, რომელიც ჭავჭავაძის გამზირსა და კუს ტბას აკავშირებს
თბილისის ცენტრში საბაგირო გზა ამუშავდა, რომელიც ჭავჭავაძის გამზირსა და კუს ტბას აკავშირებს - Sputnik საქართველო
თბილისის ცენტრში საბაგირო გზა ამუშავდა, რომელიც ჭავჭავაძის გამზირსა და კუს ტბას აკავშირებს

ზაფხულის თვეებში საბაგირო გზა 08:00 საათიდან 00:00 საათამდე იმუშავებს, ხოლო ზამთარში — 08:00-დან 22:00 საათამდე.

პროექტის საერთო ღირებულება 1 100 ათასი ლარია.

აქამდე თბილისში ფუნქციონირებდა მხოლოდ საბაგირო გზა, რომელიც რიყის პარკს ნარიყალასთან აკავშირებს.

ყველა ახალი ამბავი
0